კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს

ნახვები: 334 ჯო უილსონი - ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს

ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა კომისიაში რუსეთის მიმართ ირანის მხარდაჭერის საკითხზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ირანის რეჟიმი რუსეთს ხელს უწყობს, რომ სანქციებს თავი აარიდოს და თავისი მკვლელი სამხედრო მანქანის დაფინანსება გააგრძელოს. ომის დამნაშავე პუტინი „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ მიერ კონტროლირებად საქართველოს ანაკლიის პორტს იყენებს, რათა ირანს იარაღი მიაწოდოს და თანამშრომლობს საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმთან, რომელიც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებით უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა უილსონმა.

მისი თქმით, „ირანი და რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად არიან ჩართულები საქართველოში“.

„ისინი მხარს უჭერენ ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელიც არალეგიტიმური რეჟიმია. „ქართულ ოცნებასა“ და ომის დამნაშავე პუტინს შორის თანამშრომლობა ძალიან ნათელია, ისევე როგორც ირანის რეჟიმთან. „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ შავის ზღვის პორტს ანაკლიას აკონტროლებს, რათა ცენტრალ აზიასთან იშვიათი ლითონებით ვაჭრობა მართოს. ასე რომ, ამას გაცილებით ფართომასშტაბიანი შედეგები აქვს“, - აღნიშნა კონგრესმენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა