კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

სკოტ ბესენტი - აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს

ნახვები: 300 სკოტ ბესენტი - აშშ ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებს

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ირანის პორტების ბლოკადას გააგრძელებენ და ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი რამდენიმე დღეში შეივსება.

„როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, აშშ-ის საზღვაო ძალები გააგრძელებენ ირანის პორტების ბლოკადას. რამდენიმე დღეში ხარგის კუნძულზე ნავთობსაცავი შეივსება და ირანული ნავთობის ჭაბურღილები დაიხურება“, - დაწერა ბესენტმა სოციალურ ქსელში.

მისი მტკიცებით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი.

„ირანის საზღვაო ვაჭრობის შეზღუდვა პირდაპირ რეჟიმის შემოსავლების ძირითად წყაროებს ურტყამს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას „ეკონომიკური მრისხანების“ გზით, რათა სისტემატურად შეამციროს თეირანის სახსრების გენერირების, გადაადგილებისა და რეპატრიაციის უნარი“, - აღნიშნა ბესენტმა და დასძინა, რომ ისინი, ვინც ირანს ეხმარება, სანქციების მიმართ დაუცველები არიან.

ცნობისთვის, ირანის ენერგიის წარმოების ძირითადი ნაწილი ხარგის კუნძულზე ხორციელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა