კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კაია კალასი - ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს

ნახვები: 346 კაია კალასი - ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს

საერთაშორისო სამართლის თანახმად, საზღვაო გზებზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე, ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს არის ის, რაც დღეს ლიდერებმა ნათლად განაცხადეს ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხს ეხებოდა.

„საფასურის გადახდის ნებისმიერი სქემა სახიფათო პრეცედენტს შექმნის გლობალური საზღვაო მარშრუტებისთვის. ირანმა უარი უნდა თქვას ტრანზიტის საფასურის დაწესების ნებისმიერ გეგმაზე“, - აცხადებს კალასი.

მისი თქმით, ევროპა თავის როლს შეასრულებს ენერგიისა და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის აღდგენაში, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება.

„ევროკავშირის საზღვაო მისია „ასპიდესი“ უკვე მოქმედებს წითელ ზღვაში და მისი სწრაფად გაძლიერება შესაძლებელია რეგიონში გადაზიდვების დასაცავად. ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის უსწრაფესი გზა“, - აცხადებს კალასი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა