კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

ნახვები: 339 ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ირიბად რამეს გთხოვთ. პირიქით, თქვენ ამას გთხოვთ სამართლიანობის პრინციპი, ანუ სამართლიანად საქმის განსჯას გთხოვთ ზოგადი სამართლიანობის პრინციპი. მე არავისთან არაფერი სათხოვარი არ მაქვს, დიდი მადლობა, - ამ სიტყვებით მიმართა მსჯავრდებულმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლე თეა ლეონიძეს.

ჭიჭინაძემ სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„მადლობა ადვოკატებს, რომ ასეთი ღირსებით აკეთებდნენ ამ საქმეს და მადლობა ყველას, ვინც მხარდაჭერას გამოხატავდა.

რაც შეეხება ჩვენს საქმეს, მოგეხსენებათ, ჩვენ განზრახ დანაშაულს გვედავებიან, ეს პროკურატურამ უნდა ამტკიცოს დანაშაულია თუ რა არის, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცა. მე შემიძლია გესაუბროთ განზრახვაზე და მიზეზზე, რატომ ვიყავით იქ. განზრახვაც და მიზეზიც ერთადერთი იყო - მინდოდა სამართლებრივ და ღირსეულ სახელმწიფოში მეცხოვრა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რა შუაშია, 28 ნოემბრის განცხადება ამ ყველაფერთანო, თუმცა, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ცივილიზაციისგან მოწყვეტა და საგარეო კურსის ცვლილება პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს იმ ფასეულობების დეგრადაციისკენ, რა ფასეულობებიც გვინდა ჩვენ ინსტიტუციებში დავნერგოთ, სადაც ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იქნება. ალბათ, ყველამ იცის, რომ მოლაპარაკებების თუნდაც დროებითი შეჩერება ვერ იქნებოდა „ყველანაირი ძალღონის მოხმარება“ იმისთვის, რომ ევროინტეგრაცია მომხდარიყო. მარტივად რომ ვთქვა, აქამდე რომ არ მივსულიყავით, სადაც ახლა ვართ, იმიტომ ვიდექით იქ და გამოვხატავდით ჩვენს აზრს სრულიად მშვიდობიანად.

ყველა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მიხედვით კატასტროფული მდგომარეობა იყო. ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო და ჩვენი საქმეც ამის ნაწილი გახდა. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიმუშები, რომელზეც არ არის აუცილებელი ადამიანმა საქმის მასალები იცოდე, ერთი შეხედვითაც ჩანს ყველაფერი. ზუსტად იმიტომ დაიხურა პროცესებიც, რომ ერთი შეხედვითაც შეეძლო ადამიანს ტელევიზორიდან ენახა და მარტივად მიხვდებოდა, რომ ეს რაღაცა - ფარსი ჰქვია თუ აბსურდი - ეს ყველაფერი კარგად ჩანდა. არ ვიცი საქმის დეტალებს ხაზი გავუსვა თუ არა, ადვოკატებმა ყველაფერზე ისაუბრეს. ერთადერთი დეტალი: როცა პროკურორებმა დასკვნითი სიტყვა თქვეს, კითხვა დაუსვით ნაცნობობა არ დასტურდებაო, მაგრამ ბატონმა ვაჟამ [პროკურორმა] საუბარი დაიწყო ორგანიზატორებზე. ვკითხე, ჩვენთან რა შუაში არიან-მეთქი და იქ „და სხვებიც წერიაო“. ანუ ჩვენთან შემხებლობაში არ არიან და თეორიულ დასკვნებზე უნდა ვიმარჩიელოთ? ერთი რამ მინდა გულწრფელად გითხრათ, თქვენ არ განიხილავთ მარტო ჩვენს საქმეს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კონტექსტი შეიქმნა ასეთი და ეს ჩვენს ქმედებას არ შეუქმნია, რომ დღეს რაც ხდება, ასე მომხდარიყო. თქვენ განიხილავთ გარკვეულწილად იმას, თუ რა ფორმით იარსებებს ეს ქვეყანა და რა იმიჯი, მომავალი ექნება. ერთი წამით არ იფიქროთ, რომ ირიბად რამეს გთხოვთ, პირიქით, თქვენ ამას გთხოვთ სამართლიანობის პრინციპი, ანუ სამართლიანად საქმის განსჯას გთხოვთ ზოგადი სამართლიანობის პრინციპი. მე არავისთან არაფერი სათხოვარი არ მაქვს, დიდი მადლობა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მოსამართლე თეა ლეონიძე ამ წუთებში განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა