ლევან ხაბეიშვილი გდდ-ს სამმართველოს უფროსს - არ გრცხვენია? შეხედე ჩემ შვილებს თვალებში!
ონისე ცხადაძე - მე არც ჩუმად ყოფნა მინდა და არც „ქოცობა“
ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს - არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს
საქართველოში 18 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 19-20 აპრილს კი ამინდი გაუარესდება
ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი - ნატო არ დაიშლება
2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე გაცემული 4-წლიანი უმაღლესი განათლების დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს
ემანუელ მაკრონი - „ჰეზბოლამ“ უარი უნდა თქვას თავის იარაღზე, ისრაელმა პატივი უნდა სცეს ლიბანის სუვერენიტეტს და ომი შეწყვიტოს

ნეანდერტალელთა ჩვილები თანამედროვე ადამიანის ჩვილებთან შედარებით გიგანტები იყვნენ — ახალი კვლევა

17.04.2026 ნახვები: 199

ნეანდერტალელთა ჩვილებთან შედარებით, ჰომო-საპიენსის ჩვილები ფიზიკურად შეიძლება ჯუჯებად გამოიყურებოდნენ. ამის შესახებ მიუთითებს ახალი კვლევა, რომელშიც ჩვენი უძველესი ჰომინინი ნათესავის ჩვილი ბავშვის ჩონჩხი შეისწავლეს.

„ვერ ვიტყვით, რამდენად განვითარებული იყვნენ ნეანდერტალელი ჩვილები ქცევის თვალსაზრისით. არ ვიცით, იწყებდნენ თუ არა სიარულს თანამედროვე ადამიანის ჩვილებისგან განსხვავებულ დროს, მაგრამ ისინი ნამდვილად იყვნენ დიდები, მაგრამ არა აუცილებლად ბუთხუზები“, — ამბობს ისრაელის ონოს აკადემიური კოლეჯის მკვლევარი ელა ბეენი.

ბეენმა და მისმა კოლეგებმა დეტალური ანატომიური ანალიზები ჩაუტარეს ნეანდერტალელი ჩვილის თითქმის სრულყოფილ ჩონჩხს, რომელიც თანამედროვე ისრაელის ტერიტორიაზე დაახლოებით 51 000 – 56 000 წლის წინ ცხოვრობდა.

ჩვილს ამუდ 7 უწოდეს და ის გალილეის ზღვის დასავლეთ სანაპიროდან ოთხ კილომეტრში მდებარე მღვიმეში აღმოაჩინეს 1992 წელს. ვერ მოხერხდა მისი სქესის დადგენა. ამუდ 7 ერთ-ერთია ამ დროისათვის აღმოჩენილ მცირერიცხოვან ახალგაზრდა ნეანდერტალელთა ნაშთებს შორის.

ნეანდერტალელები ევრაზიაში ჰომინინთა დომინანტი სახეობა იყო რამდენიმე ასეული ათასწლეულის განმავლობაში, იქამდე, ვიდრე კლიმატის ცვლილება და თანამედროვე ადამიანებთან კონკურენცია მათ გაშენებამდე მიიყვანდენ დაახლოებით 40 000 წლის წინ.

ბავშვის კბილების ამოჭრის ეტაპზე და კბილების შიდა სტრუქტურის მიკროსკოპულ სკანირებებზე დაყრდნობით, ამუდ 7 სავარაუდოდ 6 თვის იყო, როცა მოკვდა.

თუმცა, ძვლების სიგრძისა თავის ტვინის განვითარების თვალსაზრისით, ამუდ 7 უფრო შეედრება 12-დან 14 თვემდე ასაკის თანამედროვე ადამიანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბავშვს კბილების ასაკი ახალგაზრდა ჰქონდა, მაგრამ ჩონჩხის ასაკი გაცილებით დიდი.

ბეენის განცხადებით, როცა მკვლევრებმა ამუდ 7-ის კვლევის შედეგები ორ სხვა ჩვილ ნეანდერტალელს შეადარეს — სირიაში აღმოჩენილ 2 წლის ბავშვს სახელად დედერიეჰ 1-ს და საფრანგეთში აღმოჩენილ 3 წლის ბავშვს, იგივე ტენდენცია შენიშნეს.

„სამ სხვადასხვა ნეანდერტალელ ჩვილში ერთი და იგივე მახასიათებლის დანახვა აჩვენებს, რომ ეს შემთხვევითი არ არის“, — ამბობს ბეენი.

მისი განცხადებით, პრობლემურია ამუდ 7-ისა და სხვა ნეანდერტალელი ახალგაზრდების განვითარების მარკერების შესაბამისობაში მოყვანა ჰომო საპიენსისთვის მოსალოდნელ ზრდის ვადებთან.

ამის ნაცვლად, დიდი ალბათობით, ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსის ჩვილებს მნიშვნელოვნად განსხვავებული ზრდის მაჩვენებლები ჰქონდათ, რაც მიუთითებს ახალგაზრდა ნეანდერტალელთა მაღალ ენერგეტიკულ მოთხოვნილებებზე. თუმცა, მისივე თქმით, დაახლოებით 7 წლის ასაკში, ზრდაში სხვაობები ქრებოდა და ორივე სახეობის ბავშვები ერთნაირ ტრაექტორიას მიუყვებოდა.

„ვფიქრობ, ამუდ 7 დაახლოებით 6 თვის იყო. სიცოცხლის პირველ რამდენიმე წელიწადში, დაბადებიდან ადრეულ ბავშვობაში, ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანებზე სწრაფად იზრდებოდნენ“, — აღნიშნავს ბეენი.

სავარაუდოდ, ეს იყო იმ მკაცრ გარემოსთან ადაპტაცია, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, რადგან პატარა სხეული სითბოს უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე დიდი.

ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარი კრის სტრინგერი ამბობს, რომ ამუდ 7 ავსებს მნიშვნელოვან სიცარიელეს, რომელიც ნეანდერტალელთა განვითარების ისტორიაში არსებობს.

„ყველა მტკიცებულების ერთად თავმოყრით, მკვლევრებმა გამოავლინეს ახალგაზრდა ნეანდერტალელთა ზრდის სამი სხვადასხვა ეტაპი“, — ამბობს სტრინგერი.

როგორც წესი, ახალშობილი ნეანდერტალელის კბილები სხეულის დანარჩენ ნაწილთან სინქრონულად ვითარდებოდა. შემდეგ, ჩვილებსა და პატარებში, როგორიცაა ამუდ 7, სხეულისა და ტვინის ზრდის ფაზა აღზევდებოდა და შედარებით ნელდებოდა კბილების განვითარება.

„თუმცა, მოზრდილ ბავშვებში კბილებისა და სხეულის განვითარება კვლავ სინქრონში ბრუნდებოდა, თავის ტვინის ზრდა კი სწრაფი მაჩვენებლით გრძელდებოდა“, — აღნიშნავს სტრინგერი.

ზრდასრულ ასაკში, ნეანდერტალელები ჰომო საპიენსის ზომის იყვნენ, მაგრამ ოდნავ უფრო დაბლები.

კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

1tv.ge

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა