კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება

ნახვები: 344 ანდრიუს კუბილიუსი - ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევროს სესხიდან პირველი ტრანში უკრაინული წარმოების დრონებზე დაიხარჯება

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პირველი ტრანში, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის ფარგლებში გადაეცემა, უკრაინული წარმოების დრონების შეძენას მოხმარდება, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„2026 წლისთვის უკრაინამ თავდაცვის სფეროში 28.3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მოითხოვა. პირველი მიწოდების გეგმა უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის დრონებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა კუბილიუსმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირი მიწოდების შემდგომ გეგმებში ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის უფრო მეტ ჩართულობას ელის.

უკრაინული მედია წერს, რომ 12 აპრილის არჩევნებში უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტიის დამარცხების შემდეგ ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა და რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის დამტკიცება სწრაფად განიბლოკება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა