კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ

ნახვები: 339 თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ

თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ. სსიპ-ებს თვითმმართველი ქალაქის საკრებულო მერის წარდგინებით დააფუძნებს.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ თვითმმართველ ქალაქებს, გარდა თბილისისა, არა აქვთ უფლება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნონ. თვითმმართველი ქალაქები (გარდა თბილისისა) უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა - მომსახურება, დაჩქარებული მომსახურება, მათ შორის მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურება, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება და სხვა.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, მერის წარდგინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით.

ამასთან, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის/მომსახურების საფასური დაუდგინოს.

თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ქალაქის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს.

პროექტის ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა