პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა

ნახვები: 314 მიხეილ სააკაშვილი - გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის, „აზოვის“ მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი, უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის („აზოვის“) მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან, რადგან მიაჩნდათ და მიაჩნიათ, ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია.

„გიორგი იყო ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი და პრეზიდენტობის შემდეგ, ამერიკაში წასვლის შემდეგ წამომყვა ნიუ-იორკში, სადაც მეხმარებოდა რამდენიმე თვე, სანამ არ წავიდოდით ერთად უკრაინაში.

იქ გულმა სამხედრო სამსახურისკენ გაუწია და ანდრე ბელეცკისთან ერთად იყო „აზოვის“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას.

მარიუპოლის ალყის დროს, „აზოვსტალზე“ მძიმედ დაიჭრა და ბოლოს ვერტმფრენით გადმოაფრინეს სასწაულით კიევში. მორჩა და დაბრუნდა „აზოვში“, სადაც დააწინაურეს პოლკოვნიკად და უმნიშვნელოვანესი პოლკის მეთაურად.

გიორგი არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების ღირსეული მემკვიდრე. ამ ოფიცრებში შედიოდნენ პოლონეთისთვის მებრძოლი ქართველი გმირები, ესპანეთში უმნიშვნელოვანესი სარდალი, გენერალი ამილახვარი, ასევე აშშ-ში გენერალი შალიკაშვილი და ახლა უკვე ქუფარაშვილი და მისი მრავალრიცხოვანი ქართველი თანამებრძოლები უკრაინაში.

ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან იმიტომ, რომ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. მინდა ვუთხრა გიორგის და სხვებს - წინ გველოდება აფხაზეთი და საქართველოს სხვა გასათავისუფლებელი ტერიტორია. ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა.

სამწუხაროდ, ჩემი დაცვის მეორე ოფიცერი და ჩემი ახლო მეგობარი, კახა თილიძე ბრძოლაში დაეცა ზაპოროჟიესთან. ჩემთვის დიდი პატივი იყო კახასთან, გიორგისთან, ვანო ნადირაძესთან და სხვებთან ახლობლობა. მათ შორის, ამ ქართველი ოფიცრების დამსახურებაა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, პირველად 2022 წლის ხარკოვის ოპერაციის შემდეგ, სწორედ ახლა, ჩემი მეგობრის, მიხეილ ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (მისი მრჩეველია გოგა ცხაკაია) მოიპოვეს სტრატეგიული უპირატესობა ფრონტზე“,-წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა