კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება

ნახვები: 333 კირ სტარმერი - დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება

დიდი ბრიტანეთი ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ჩვენი ომი არ არის. ჩემზე დიდი ზეწოლა იყო, რათა კურსი შემეცვალა. მე საკუთარი აზრის შეცვლას არ ვაპირებ და პოზიციას არ დავთმობ. ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს ირანში ომის დაწყების შემდეგ ხშირად აკრიტიკებს, კერძოდ იმის გამო, რომ სტარმერმა ომის დასაწყისში აშშ-ს ირანის წინააღმდეგ დარტყმებისთვის დიეგო გარსიას ავიაბაზის გამოყენების უფლება არ მისცა.

დონალდ ტრამპმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა ადრე უკეთესი იყო.

„სტარმერი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა ადრე უფრო უკეთესი იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III და დედოფალი კამილა 27-30 აპრილს აშშ-ს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს მეფე დონალდ ტრამპს შეხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა