Russia loses 1,330 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Zelensky shares details of meeting with Russian oligarch Abramovich
Zelensky reveals details of meeting with British, French, and German leaders
Over 8.5M Ukrainians leave country since start of Russian aggression – Ombudsman
Pashinyan’s party leading in Armenian parliamentary election, Reuters reports
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, მომავალი და მშვიდობა - მიყვარხართ, ვამაყობ
წინასწარი შედეგებით, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარყია 50.07%-ით ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 94%
საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია ლიდერობს

ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღების ბრალდებით დაკავებული ივანე გოგლიძე ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

15.04.2026 ნახვები: 288

„კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებელი, ივანე გოგლიძე, რომელიც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვების წარმოება-გასაღების ბრალდებით დააკავეს, ნახევარი მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

„ინტერპრესნიუსს“ ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, კახა წერეთელმა დაუდასტურა.

„8 აპრილს გათავისუფლდა. უძრავი ქონების უზრუნველყოფით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, ვინაიდან გამოძიება ფაქტობრივად დასრულებული იყო, ჩვენც წარვადგინეთ მტკიცებულებები და მიგვაჩნდა, რომ არ იყო აუცილებლობა მისი პატიმრობაში ყოფნის. მას დანაშაული არ უღიარებია, უბრალოდ იმ პროცედურული საფუძვლიდან გამომდინარე, რომ ყველა მტკიცებულება შეგროვებული იყო, სასამართლო დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნას“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, ივანე გოგლიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციას გულისხმობს, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2025 წელს, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 380 792 ლარის ღირებულების 24 177.3 კილოგრამი თევზის კონსერვი მიაწოდა სასაზღვრო პოლიციასა და შპს „სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფას“.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, აღნიშნული პროდუქცია განკუთვნილი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა კვებისთვის.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა