პროკურატურამ ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნიკა კაპანაძეს ბრალდება კლინიკაში წარუდგინა
კახეთში შვილმა მამა მოკლა და ცხედარი ეზოში დამარხა — ბრალდებული დაკავებულია
საგარეო უწყება: ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქცირებულთა სიაში შეყვანას ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს
უკრაინული მედია: „ფლამინგოს“ რაკეტებმა კიროვში სამხედრო ქარხანა დააზიანა
Flamingo missiles strike sanctioned factory in Kirov, 1,200 kilometers from Ukrainian border
War update: 233 combat engagements on frontline over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,410 over past day
Wildberries warehouses on fire in St. Petersburg after drone attack — social media

ჯეი დი ვენსი - აშშ აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის უკრაინაში, ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ამ საქმეში

ნახვები: 315 ჯეი დი ვენსი - აშშ აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის უკრაინაში, ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ამ საქმეში

ერთ-ერთი რამ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის, რომ ევროპას ვუთხარით, იარაღის ყიდვა თუ გსურთ, შეგიძლიათ, შეერთებული შტატები აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის მას უკრაინაში, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ში უკრაინისთვის იარაღის ყიდვის საქმეში აღარ არის ჩართული.

„სენატის ღონისძიების დროს ვიღაც მომიახლოვდა, დარწმუნებული ვარ, ეს შესანიშნავი ადამიანი იყო, მშვენიერი ადამიანი. ეს იყო უკრაინელ-ამერიკელი კლივლენდიდან, ოჰაიოდან. ეს ადამიანი ძალიან გაბრაზდა ჩემზე, რადგან ვამბობდი, რომ უკრაინის ომის დაფინანსება უნდა შევწყვიტოთ. მე ახლაც მჯერა ამის. ერთ-ერთი რამ, რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის ის, რომ ევროპას ვუთხარით, იარაღის ყიდვა თუ გსურთ, შეგიძლიათ, მაგრამ შეერთებული შტატები აღარ ყიდულობს იარაღს და აღარ აგზავნის მას უკრაინაში. ჩვენ უბრალოდ აღარ ვართ ამ საქმეში. ამ კეთილმა ადამიანმა ალბათ არ მომცა ხმა ამ საუბრის შემდეგ, მაგრამ ის თითქოს თითს მიშვერდა და მეუბნებოდა: „თქვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ჩემს ქვეყანას, თქვენ უნდა დაუჭიროთ მხარი ჩემს ქვეყანას“. მე ვუთხარი, ბატონო, მთელი პატივისცემით გეუბნებით, თუ თქვენ ამერიკელი ხართ, თქვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია და არა ის ადგილი, საიდანაც ჩამოხვედით“, – განაცხადა ვენსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა