მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია

ნახვები: 340 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია

ისტორიაში პირველად, უკრაინას რუსული დარტყმებისგან თავის დასაცავად შეიარაღების საკმარისი დონე გააჩნია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, უკრაინა სახმელეთო რობოტიზებულ და ელექტრონული ომის სისტემებს ავითარებს.

ასევე, მისი თქმით, უკრაინულმა დრონებმა ომის წარმოებასთან დაკავშირებული მიდგომები შეცვალეს.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების გასანადგურებლად თავს დაგვესხა, მაგრამ ახლა უკრაინელები უფრო ძლიერ მდგომარეობაში არიან. ახლა უკრაინა უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე ყოფილა: 2014 წელს, მე-20 საუკუნეში ან უფრო ადრე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა