EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin
ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი: სასამართლომ დახურული სხდომა კვლავ საჯარო გახადა – ეს გარკვეულ იმედს გვაძლევს
ზელენსკი რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებების შესრულებისკენ მოუწოდებს

უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა

ნახვები: 405 უნგრეთი: ოპოზიციამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ორბანმა მარცხი აღიარა

უნგრეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტიამ „ტისამ“ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა და 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ხელისუფლება ვიქტორ ორბანის პარტიას, „ფიდესს“, ჩამოართვა.

ხმების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, „ტისა“ დაახლოებით 138 მანდატს იღებს 199-ადგილიან პარლამენტში, ხოლო „ფიდესი“ — დაახლოებით 54 მანდატს. კიდევ 7 მანდატი გადანაწილდა ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლოს“ (Mi Hazánk) შორის.

ვიქტორ ორბანმა უკვე აღიარა მარცხი და განაცხადა, რომ შედეგები „მტკივნეულია“, თუმცა მისი პარტია გააგრძელებს ქვეყნის სამსახურს ოპოზიციიდან.

თავის მხრივ, პეტერ მადიარამ ბუდაპეშტში მხარდამჭერებთან გამოსვლისას აღნიშნა, რომ „უნგრეთმა გაიმარჯვა“ და ქვეყანამ „ორბანის რეჟიმს თავი დააღწია“.

არჩევნები გამოირჩეოდა რეკორდულად მაღალი აქტივობით. კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათით ადრე ამომრჩეველთა აქტივობამ 74%-ს გადააჭარბა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს და ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

არჩევნებში სულ ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა რეალური კონკურენცია „ფიდესსა“ და „ტისას“ შორის გაიმართა. წინასაარჩევნო კვლევები უკვე მიუთითებდა ოპოზიციის შესაძლო გამარჯვებაზე, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვანი პოლიტიკური გარდატეხა აღმოჩნდა.

უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება, რომელიც 16 წლის შემდეგ მოხდა, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობებზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა