მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება

ნახვები: 344 კაია კალასი - უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, ევროპაში გვაქვს რუსეთის ომი, ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების დახმარება

უსამართლოა ევროპის დადანაშაულება, რომ ირანის წინააღმდეგ ომში საკმარისს არ აკეთებს. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროპას არ შეუქმნია ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც ბევრს აკეთებს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის მიწოდებით, წითელი ზღვის დაცვითა და ლიბანის მთავრობის მხარდაჭერით.

კალასმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები არ დადგნენ ევროპის მხარეს, როდესაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო და აღნიშნა, რომ ეს არ შეიძლება “ცალმხრივი ქუჩა” იყოს.

“მგონია, რომ ეს ნამდვილად უსამართლოა. რა თქმა უნდა, ყველას შეგვიძლია მეტის გაკეთება, მაშინ კითხვა ჩნდება, რომ ჩვენ ევროპაში ასევე გვაქვს უსაფრთხოების სცენა. რუსეთის ომი გვაქვს.

ნამდვილად არ გვინახავს სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან დახმარება, და ეს მხოლოდ ცალმხრივი ქუჩა არ შეიძლება იყოს… ასე რომ, ერთად რომ ვიყოთ ამაში, როგორც ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, მაშინ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით,” - განაცხადა კალასმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პაკისტანის მაღალჩინოსნებთან საუბრებზე დაყრდნობით, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმება ასევე ლიბანს უნდა მოიცავდეს და ისრაელს მოუწოდა, რომ ლიბანის დაბომბვები შეწყვიტოს.

“პასუხი ზედმეტად გადაჭარბებული იყო. ვგულისხმობ, რომ სამოქალაქო პირები დაიღუპნენ. ეს ნამდვილად მიუღებელია. ასე რომ, თუ ეს [შეთანხმება] ამას არ მოიცავს, ახლა უნდა მოიცვას. ცხადია, რომ ცეცხლის შეწყვეტა მყიფეა, და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ის შენარჩუნდეს, რათა მხარეებმა ნამდვილად შეძლონ დასხდომა და მოლაპარაკება,” - განაცხადა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა