მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის
„სამოქალაქო კონტრაქტს“ სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეაში 61 ადგილი ექნება, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს - 28, ბლოკ „სომხეთს“ - 11, პარტიას „აყვავებული სომხეთი“ - 5
Russia loses 1,330 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Zelensky shares details of meeting with Russian oligarch Abramovich
Zelensky reveals details of meeting with British, French, and German leaders
Over 8.5M Ukrainians leave country since start of Russian aggression – Ombudsman
Pashinyan’s party leading in Armenian parliamentary election, Reuters reports
ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთის მოქალაქემ დაიცვა სახელმწიფო, დამოუკიდებლობა, მომავალი და მშვიდობა - მიყვარხართ, ვამაყობ

სფერო ინვესტის დამფუძნებელი მისი დაკავების მიზეზებს განმარტავს

08.04.2026 ნახვები: 369

დაკავებიდან ექვსი თვის თავზე გიგა წულეისკირმა გადაწყვიტა საზოგადოებას გაუმხილოს მისი დაკავების რეალური მიზეზები რატომ ხდება რომ 67 მლნ ლარის კაპიტალის მქონე კომპანიას არ ეძლევა 27 მლნ ლარის გადახდის საშუალება, როცა კაპიტალი ბევრად აღემატება ვალდებულებებს?! გიგა წულეისკირი რეალურ 3 მიზეზს ასახელებს: 1) საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები; 2) გრიგოლეთის პროექტები; 3) მევახშეების და მათი მფარველების მხილება და მათთან ბრძოლა.

1) გიგა წულეისკირი და მისი გუნდი ბოლო წლები ღიად აკრიტიკებდა ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, ვინაიდან ეროვნული ბანკი წლების მანძილზე ხელოვნურად ხელს უშლიდა ბანკების კონკურენტ ფონდების განვითარებას. ამითი შესაძლებელი გახდებოდა კომერციული ბანკებისაგან დამოუკიდებლად ბიზნესის დაფინანსება. ფონდი იქნებოდა ბიზნესის ნამდვილი პარტნიორი და არ იქნებოდა ორიენტირებული ქონების წართმევაზე, როგორც ეს კომერციული ბანკების შემთხვევაში ხდება. „სფერო ინვესტი“ წარმოადგენს პირველ ქართულ საინვესტიციო კომპანიას, რომელის 100%-ით ქართული კაპიტალით შეიქმნა და მის განვითარებას ხელს უშლიან ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები.

2) როგორც ჩანს, „სფერო ინვესტის“ გრიგოლეთის პროექტებიც გახდა ერთ-ერთი დაპირისპირების საგანი კონკურენტებთან, რადგანაც, გარდა გრიგოლეთში უკვე აშენებული 6 კორპუსისა, „სფერო ინვესტს“ ხელშეკრულება დადებული აქვს სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო კორპორაცია „ჰილტონთან“, რომლის ბიზნეს-პროექტის კვლევა დამუშავებულია საერთაშორისო ორგანიზაცია „კუშმანის“ მიერ და იგეგმება ორი 50 სართულიანი შენობის აშენება, რისთვისაც კომპანიას 5 წლის წინ შეძენილი აქვს რამდენიმე ჰექტარი მიწა და მომზადებულია სამშენებლოდ. ეს პროექტიც დღემდე ხელოვნურად იბლოკება.

3) ჰოლდინგის ჯგუფში შედის ასევე „იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაცია“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარა 1200 ოჯახს, გადაარჩინა გამოსახლებას და დღემდე უწევს უსასყიდლოდ სამართლებრივ დახმარებას მევახშეებისაგან დაზარალებულ ადამიანებს. „იპოთეკით და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის“ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, უკვე დადგა პრეცედენტული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში, რითაც 1200 ბენეფიციარს უჩნდება ქონების დაბრუნების რეალური შესაძლებლობა.

„სფერო ჰოლდინგის“ გუნდს დაგეგმილი აქვს ამ პრეცედენტის გამოყენებით ათასობით ოჯახისათვის უძრავი ქონების დაბრუნების პროცედურის დაწყება.

გიგა წულეისკირი მიიჩნევს, რომ რეალურად ამ მიზეზების გამოა გამოკეტილი ციხეში, რომ ვერ შეძლოს ზემოაღნიშნული პროექტების და პროცესების განხორციელება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა