მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე

„ბიბისი“ ირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

ნახვები: 333 „ბიბისი“ ირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს

„ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით, თეირანის მიერ შემუშავებულ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს.

გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის აღსადგენად ხარჯების ანაზღაურებასა და რეგიონში ყველა კონფლიქტის დასრულებასაც.

ამასთან, გეგმის თანახმად, ირანი ბირთვული იარაღის ფლობას არ ეცდება.

კერძოდ, გეგმა შედგება შემდეგი პუნქტებისგან: ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში; ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე; რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება; ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა; ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პროტოკოლისა და პირობების დადგენა; ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრულად ანაზღაურება; ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სრული ვალდებულება; შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანის სახსრებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება; ირანი სრულად იღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის ფლობას; ზემოაღნიშნული პირობების დამტკიცებისთანავე ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო, რაც მოლაპარაკებების საფუძველია. ირანულმა მხარემ კი აღნიშნა, რომ პარასკევიდან პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებები დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა