Ukrainian Defense Forces strike oil facilities in Krasnodar and Volgograd regions
ურაინის უპოლიტო საფრენმა აპარატებმა ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ საცავზე დარტყმა განახორციელეს
მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის
„სამოქალაქო კონტრაქტს“ სომხეთის ახალ ეროვნულ ასამბლეაში 61 ადგილი ექნება, „ძლიერი სომხეთის“ ბლოკს - 28, ბლოკ „სომხეთს“ - 11, პარტიას „აყვავებული სომხეთი“ - 5
Russia loses 1,330 troops, two air defense systems in war against Ukraine over past day
Zelensky shares details of meeting with Russian oligarch Abramovich
Zelensky reveals details of meeting with British, French, and German leaders
Over 8.5M Ukrainians leave country since start of Russian aggression – Ombudsman

დონალდ ტრამპი - თანახმა ვარ, ორი კვირით შევაჩერო ირანის დაბომბვა

08.04.2026 ნახვები: 283

თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა, ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ირანზე თავდასხმის შეჩერების ერთ-ერთი პირობაა, რომ ირანის ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას დათანხმდება.

„პაკისტანის პრემიერ-მინისტრთან, შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრის საფუძველზე, რომელთაც მთხოვეს, შემეჩერებინა ირანის წინააღმდეგ ღამით დაგეგმილი დამანგრეველი ძალის გამოყენება და იმ პირობით, რომ „ირანის ისლამური რესპუბლიკა“ დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, თანახმა ვარ, ორი კვირის ვადით შევაჩერო ირანის დაბომბვა და მასზე თავდასხმა.  ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან ახლოს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმებასთან“, – წერს ტრამპი.

მისივე თქმით, აშშ-მა ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება მიიღო და ეს არის მოლაპარაკებებისთვის საფუძველი.

„ჩვენ მივიღეთ ირანისგან 10-პუნქტიანი წინადადება და გვჯერა, ეს არის მოლაპარაკებებისთვის გამოსადეგი საფუძველი. წარსულის თითქმის ყველა ძირითადი სადავო საკითხი უკვე შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ხოლო ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მოგვცემს, შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდეს და დასრულდეს.. როგორ პრეზიდენტის, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლის სახელით, ჩემთვის პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა გადაჭრასთან ახლოს არის“, – წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა