ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს

07.04.2026 ნახვები: 306

რუსეთი თუ მზად იქნება, შეწყვიტოს უკრაინულ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები, უკრაინა მზადაა, ანალოგიურად უპასუხოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინის წინადადება რუსულ მხარეს ამერიკელების მეშვეობით გადაეცა.

„ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა, ყოველ შემთხვევაში, აღდგომისთვის, წლის ამ განსაკუთრებულ დროს. მაგრამ მათთვის ყველა დრო ერთნაირია. მათთვის არაფერია წმინდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც თავიანთი მეთოდებით – სანქციებით, ტანკერების გაჩერებითა და რუსეთისთვის თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების შეზღუდვით – რუსეთზე ზეწოლას აგრძელებენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა, ამიტომ მსოფლიომ უნდა გააგრძელოს მასზე ზეწოლა.

„ჩვენი გრძელვადიანი სანქციები კვლავ ძალიან ეფექტურია და რეალურად ამცირებს რუსეთის შემოსავლებს. პირველ რიგში, ეს არის ნავთობიდან შემოსავლები. მხოლოდ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები აიძულებს რუსეთს, განიხილოს ომიდან გასვლის სცენარი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ირანში ომის გამო რუსეთს, როგორც ნავთობის ქვეყანას, მეტის გამომუშავება სურს, მაგრამ უკრაინული დრონები და რაკეტები უზღუდავს მათ ამის შესაძლებლობას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა