ისრაელმა ირანში მდებარე ნავთობქიმიურ ქარხანა დაბიმბა
ილჰამ ალიევი - სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე
„გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება - დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად არ მიიჩნევა
გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ
სასამართლოში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ილჰამ ალიევი - თქვენ შექმენით კეთილგანწყობილი საინვესტიციო გარემო
ირაკლი კობახიძე - ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
მიხეილ სააკაშვილი - ხუთჯერ ავაცილე საქართველოს დიდი უბედურება, 2012-ში ვეღარ შევძელი გადარჩენა

გოჩა მირცხულავა: ეპისკოპოსებს თუ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღონ

06.04.2026 ნახვები: 841

"მეუფე შიომ საპატრიარქო "ოცნების" ერთ-ერთ განყოფილებად აქცია"

 "ადამიანს თუ ეპისკოპოსობის უფლება აქვს, პატრიარქობის უფლება არ უნდა ჰქონდეს? ეს ძალიან სასაცილოა. პატრიარქიც ეპისკოპოსია"

 „ახალი თაობის“ კითხვებს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა პასუხობს.

- ბატონო გოჩა, ახალი პატრიარქის არჩევისთვის მზადება დაწყებულია. თქვენ ხშირად საუბრობთ სამ დაჯგუფებაზე. ეს დაჯგუფებები მომავალი პატრიარქის არჩევაში რა გავლენას იქონიებენ? ისინი შეთანხმებას შეძლებენ?

- პირველ რიგში, ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვიცოდეთ და უნდა გვჯეროდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ პერსონის არჩევა. ეს არის ეგზისტენციალური საკითხი, არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს დიდი გავლენა ქვეყანაში მიმდინარე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებზე. სამომავლოდ, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერჩეულმა კურსმა შეიძლება, მნიშვნელოვნად განაპირობოს ქართული სახელმწიფოს პოზიტიური განვითარება და ამავე დროულად, ხელი შეუშალოს მას. ეს, თავად ეკლესიისთვის მძიმე პროცესი იქნება. ახლა რაც შეეხება დაჯგუფებებს, მკვეთრად გამოხატული სამი დაჯგუფებაა. 1) პრორუსული. 2) ნაციონალურ-პატრიოტული. 3) რეფორმატორები. თუ ჩვენ ალიანსებზე ვსაუბრობთ, მაშინ დაჯგუფებებს შეთანხმების საშუალება იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ისინი ამ ეგზისტენციალურ მომენტს გაიაზრებენ. მე მეეჭვება, რომ რუსულმა ჯგუფმა ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, გამოსავალი არის ნაციონალურ-პატრიოტული და რეფორმატორების ჯგუფების გაერთიანება და მათი შეთანხმების საფუძველზე, ახალი პატრიარქის არჩევა. უკეთესი იქნება, თუ ახალი პატრიარქი, ნაციონალურ-პატრიოტული ჯგუფიდან იქნება. თან თუ ეს იქნება ადამიანი, რომელიც მთელ პროცესს სწორად დაინახავს და ამავე დროულად, დამოუკიდებელი იქნება  სახელისუფლებო გავლენებისგან. ეს თუ მოხერხდება, იქნება ძალიან კარგი.

- 2 ათასი დელეგატი გამოარჩევს კანდიდატებსო. თქვენი აზრით, რა პრინციპით შეარჩევენ დელეგატებს ან რამდენად გაითვალისწინებენ მათ აზრს?

- პატრიარქს სინოდი გამოარჩევს და არა 2 ათასი დელეგატი. კანდიდატები საკუთარ პროგრამებს წარადგენენ. იქ ვიღაცამ შეიძლება საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. მათ მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვთ. იმაზე საუბარი, რომ ეს 2 ათასი ადამიანი, რაიმე სახის გავლენას მოახდენს სინოდის წევრების გადაწყვეტილებაზე, არის თავის მოტყუება. ეს ყველაფერი არის ფორმალიზებული პროცესი. მათ წარმომადგენლობითი მისია აკისრიათ. მათი როლი პატრიარქის არჩევაში არის მინიმალური.

- პატრიარქის არჩევნების ჩაშლა არის შესაძლებელი?

- არა მგონია. თუმცა, გარკვეული პროცესები შეიძლება რთულად წარიმართოს, მაგალითად, სინოდის სხდომა. თუ ეს ჯგუფები, ერთმანეთთან შეთანხმდებიან, მაშინ ყველაფერი ნორმალურად წავა.

- კენჭისყრა ეპისკოპოსებს შორის ფარულია, მაგრამ ბევრი წერს, რომ გამორიცხულია, მანდ ფარულობა დაცული იყოს. ეს ხომ ერთმანეთზე ზეწოლას გამოიწვევს?

- ხმის მიცემის პროცესი, რადგან არის ფარული, შესაბამისად, თითოეული მათგანი თავის სინდისთან მარტო რჩება. ხმის დამთვლელ კომისიაში, ყველა წარმომადგენელი საკუთარ ინტერესს დაიცავს. ზეწოლის პროცესი იქნება იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ზეწოლის პროცესი ახლაც რომ მიმდინარეობს, ვხედავთ. პატრიარქის მიერ მოსაყდრის გამორჩევას ინტერპრეტირებენ, როგორც მის არჩევანს, რომ მეუფე შიო გახდეს მომავალი პატრიარქი. ეს არის უკვე ცუდი საქმე. ისინი წინასწარ თესავენ დაპირისპირებას.

- დიპლომების თემა საკმაოდ აქტუალურია, მგონი პირველი იყავით, ვინც მოსაყდრე შიოს დიპლომების თემა გაასაჯაროეთ. მის, ასე ვთქვათ, უდიპლომობას, რომ არ აქვს ბათუმის სემინარია დამთავრებული, არ შეახსენებენ?

- აბსოლუტური სისულელეა, დიპლომებსა და ასაკობრივ საკითხზე საუბარი. ქრისტე 33 წლის იყო. ახლა ვის ასაკზე საუბრობენ, ან ქვევით, ან ზევით? გრიგოლ ხანძთელს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უდიდესი საქმეები აქვს გაკეთებული, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა. რა ასაკზე ლაპარაკობენ? აქ პირველ რიგში,  უნარებზე არის საუბარი და ღმერთთან ვინ არის ახლოს. ასაკი და დიპლომი არის სისულელე. სისულელე ისიც არის, ცუდია ამ სიტყვის გამოყენება, რომ მიწევს,  როცა საუბრობენ, მართვა-გამგეობის დებულებაში, ცვლილებების შეტანა არ შეიძლება. ცვლილებები მართლა შეიძლება არ შეიტანონ, იმ ფორმით, რა ფორმითაც ცვლილებებს არქმევენ, მაგრამ დაზუსტება ნამდვილად არის შესაძლებელი. თუ ადამიანს თეოლოგიური განათლება არ აქვს, ღმერთთან ახლოს არ არის, საეკლესიო წესები არ იცის, კანონიკა არ იცის, მაშინ ამდენი ხანი ეპისკოპოსი როგორ იყო? ამიტომ, აქ ამ საკითხზე  საუბარი აბსურდული იმიტომ კი არ არის, რომ საზოგადოება, რომელიც ამაზე აპელირებს, თითქოს პროცესებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. მე, მაგალითად, მეუფე ისაიას საერთოდ არ ვიცნობ. არცერთ პერსონას არ უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა, საკუთარ კანდიდატურასთან დაკავშირებით. ყველა ბარიერი მოხსნილი უნდა იყოს. ადამიანს თუ ეპისკოპოსობის უფლება აქვს, პატრიარქობის უფლება არ უნდა ჰქონდეს? ეს ძალიან სასაცილოა. პატრიარქიც ეპისკოპოსია.

- თქვენ ღიად ამბობთ, რომ არ გინდათ შიო მუჯირი, როგორც რუსეთის ფრთა, პატრიარქად, ვინ გესახებათ მომავალ პატრიარქად?

- იმის მიუხედავად, რომ მე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდში რამდენიმე გამორჩეულ ადამიანზე, ჩემი ხედვა მაქვს, პერსონიფიცირებას არ გავაკეთებ. შიო მუჯირს, პირადად არაფერს ვერჩი. მე მისი პრორუსული ხედვა არ მომწონს. მეუფე შიომ საპატრიარქო გახადა მმართველი პოლიტიკური ძალის, ერთ-ერთ განყოფილებად. ხელისუფლებას, როდესაც კონკრეტულ მღვდელმთავარზე ასეთი გავლენა აქვს, მის მიმართ საზოგადოების მხრიდან უნდობლობის არსებობა არის გასაგები.

- ხელისუფლება ჩაერევა ამ პროცესებში?

- ხელისუფლება ამ არჩევნებში რომ ერევა, ეს ცხადია. ყველა გონიერ ეპისკოპოსს უნდა ესმოდეს, რომ თუ მათ დღეს იყიდიან, მერე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ისინი სათავისოდ გამოიყენოს. თუ მათ არ სურთ, რომ ხელისუფლების ინსტრუმენტები გახდნენ, მაშინ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

ესაუბრა: კოტიკო გოგინაშვილი

ახალი თაობა

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა