ირაკლი კობახიძე - არაფერი გადასარჩენი არ სჭირს „იმედს“ და „პოსტვ“-ს, კომერციულ სუბიექტებს მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ორივე ტელეკომპანიასთან
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდიოტური ქმედებებით, ამ რეჟიმის ფორმირებას ხელი შეუწყო
ირაკლი კობახიძე - აქაური აგენტურა და ბრიტანეთის ბიუროკრატია ერთი ხელიდან იმართება
ირაკლი კობახიძე - ღირებულებითი თანხვედრის ფონზე საქართველოს მიმართ აშშ-ს დღევანდელი დისტანცირებული პოზიცია ალოგიკურია
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო - ვერავითარი სანქცია ეროვნულ მაუწყებელს ვერ აიძულებს, სიმართლის თქმაზე უარი თქვას
რომან გოცირიძე - “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა
War update: 230 combat engagements on front line over past day, Pokrovsk sector remains most active
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,280 over past day

დათო გამცემლიძე - დიდი კომპრომისების დროა, ევროპის გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია!

27.02.2026 ნახვები: 262

დიდი ბრიტანეთის მიერ ორი პროსახელისუფლებო ტელევიზიის დასანქცირება ძალიან სერიოზული მოვლენაა.

ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ სწორედ ეს გადაწყვეტილება მეტყველებს, რამდენად რაფინირებულად, „გამოწვლილვით“ აკვირდებიან საქართველოში პროცესების განვითარებას და იღებენ არა ემოციურ, არამედ ზუსტად მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს.

„რუსეთის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში“ მხოლოდ ფორმალური არგუმენტი/„სათქმელია“.

რეალურად, ამ გადაწყვეტილებით დასავლეთი (დარწმუნებული ვარ, ლონდონის ნაბიჯი შეთანხმებულია ევროკავშირთან, რომელიც თვითონ ვერ აწესებს სანქციებს კონსენსუსის გამო-დ.გ) ახორციელებს სტრატეგიას, რომლის ტექნოლოგიაა საქართველოში სახელისუფლებო ნარატივის და ამ ნარატივის დამამკვიდრებელთა დასუსტება; შესაბამისად ოპოზიციური ნარატივის და ოპოზიციური ძალების გაძლიერება, საბოლოოდ ხელისუფლების შეცვლა (ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი თ!!) და ხელისუფლებათა ცვალებადობის ინსტიტუტის დაფუძნება.

ეს არის დასავლეთის ცივილიზაციური მისია, მისი მარადი ინსტინქტი: დემოკრატია ანუ (!) ხელისუფლებათა მონაცვლეობა, ხელისუფლებათა ცვალებადობა.

და ამას აკეთებს ყველგან, სადაც გაუვა.

აზერბაიჯანში და საუდის არაბეთში არ გაუვა. ისევე, როგორც ჩრდილო კორეაში.

დავაკვირდეთ: საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დასჯა არ უნდათ.

ეს რომ უნდოდეთ, ტელევიზიებს კი არ დაასანქცირებდნენ, არამედ სექტორალურ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს შემოიღებდნენ. უვიზო რეჟიმსაც ახლავე გააუქმებდნენ. რასაც არ აკეთებენ.

ოღონდ არც მმართველი პარტიის და მისი ლიდერშიპის პოლიტიკური სცენიდან გაქრობა არ უნდათ, დღევანდელ ეტაპზე.

ამაზე იოლი რა იქნებოდა იმავე ინსტრუმენტებით?

რატომ? იოლია ასახსნელია: იმავე სტრატეგემის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს არა „ოცნების“ და მისი ლიდერშიპის მოსპობას, არამედ ხელისუფლებათა და პარტიათა მონაცვლეობას.

ესე იგი დემოკრატიას, ინსტიტუტების მმართველობას.

რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში ხელისუფლებამ?

გაჯიუტება უარეს შედეგს გამოიღებს

ჯერ-ჯერობით (!) არ სურს მეთქი დასავლეთს არც მმართველი პარტიის, არც სახელმწიფოს დასანქცირება.

ანუ, ამ ეტაპზე, მხოლოდ სახელისუფლებო ნარატივის ტელევიზიათა დასანქცირებით ქმნიან პირობებს არჩევნებით (!) რეალობის შეცვლისთვის და ჯერ (!) მეტი არაფერი

მაგრამ......ბრიტანეთის სამსოფლიო ლანძღვამ შესაძლოა, რეალობა კარდინალურად შეცვალოს.

დიდ ბრიტანეთს, მაგალითად, „შუა და ცერა თითის ერთი დატკაცუნებით“ შეუძლია (თუ მოინდომა) ისეთი პრობლემების შექმნა ლონდონზე მიბმული საქართველოს საბანკო სექტორისთვის, რაც ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას ჩამოაქცევს! თან სისხლით. არ დავაკონკრეტებ როგორ და რა მეთოდით.

არ აკეთებენ ამას - ამ ეტაპზე ნაზად გვიბიძგებენ: „რეალურად არ გასანქცირებთ - ეძებეთ კომპრომისი“.

ჰოდა რა შეიძლება იყოს ეს კომპრომისი?

ხომ აშკარაა ხელისუფლება ამაზე ფიქრობს?

„დებატები“ პირველი სიმპტომია.

დღესვე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა კომპრომისი არ იქნება. ეს იქნება კაპიტულაცია, რომელიც გამოიწვევს არა ხელისუფლებათა ცვალებადობის ინსტიტუტის დამკვიდრებას, არამედ „ოცნების“ და მისი ლიდერშიპის სრულ გაქრობას, ელიმინაციას.

დასავლეთს, აშკარად, არც ეს უნდა!

მათ შესანიშნავად იციან, რომ „ოცნებას“ და მის ლიდერს ნამდვილად ჰყავთ ასეულობით ათასი სრულიად გულწრფელი მომხრე, ვინც მადლიერია საქართველოს საზარელი უახლესი ისტორიისთვის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის ან/და „საყოველთაო ჯანდაცვის“ გამო.

ოპოზიციონერებს შესაძლოა არ ესიამოვნოთ ეს სიმართლე, მაგრამ მართლა არ უნდა დასავლეთს „ოცნების“ სრული ელიმინაცია..

თორემ დიდი ხნის წინ სხვანაირ სანქციებს შემოიღებდა, - პრო-სახელისუფლებო ტელე-არხების დასანქცირების მაგივრად.

„ხარებას“ და ლაგაზაურს სულ კიდიათ, საბანკო ანგარიშებს თუ გაუყინავენ ამერიკაში.

მით უმეტეს, რომ იქ არანაირი საბანკო ანგარიშები არ აქვთ.

მე აბა ვინ ვარ, მაგრამ რამე რომ მეკითხებოდეს, ხელისუფლებას ვურჩევდი, პირველი ნაბიჯის სახით ყველა პატიმრის გათავისუფლებას (მზიადან - მიშამდე).

ამის შემდეგ კონტრავერსიული კანონების გაუქმებას და ისეთი კანონების მიღებას (მაგალითად, „ადმინისტრაციული რესურსის“ საყრდენის, ამომრჩეველთა მობილიზაციის, - „რვეულებიანი ჟუჟუნა დეიდების“ და „კარდაკარ მაკონტროლებელი კორპუსის მამასახლისი ნოდარი ბიძიების“ სისტემის აკრძალვით), რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ფიგურებით დაკომპლექტებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2028 წლის (!) საპარლამენტო არჩევნების გამჭვირვალედ, სანდოდ და სამართლიანად ჩატარებას.

იმედია, მანამდე უკრაინის ომი დასრულდება და ქართველი ამომრჩეველი „აბა ომი გინდას“ რეალურად, ობიექტურად არსებული, არც თუ უსაფუძვლო (!!) სინდრომით აღარ იქნება დაზაფრული, რაც განაპირობებს საქართველოში ხელისუფლებათა ცვალებადობის, პარტიათა სამთავრობო მაცოცხლებელი, დემოკრატიული ინსტიტუტის დაფუძნებას და პროევროპული ვექტორის გაგრძელებას.

იმიტომ, რომ ევროპის გარეშე ამ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია!

დათო გამცემლიძე

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა