ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი და მისი მეუღლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე - პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ეს პასუხს არ იმსახურებს
პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის აქციაზე - ორგანიზატორები ვიყავით ორნი: მე და „ქართული ოცნება“
NASA-ს მისია Artemis II გაეშვა - მთვარეზე ქსპედიცია დაიწყო
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების ორგანოთა კონგრესმა საქართველოს შესახებ რეკომენდაციები მიიღო
დონალდ ტრამპი - ირანის ახალმა რეჟიმმა ცეცხლის შეწყვეტა გვთხოვა
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა
კირ სტარმერი - რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედო
NASA-ს მეორე ექსპედიცია - 2 აპრილს, თბილისის დროით 02:24 საათზე, 4 ასტრონავტი მთვარისკენ გაფრინდება

როგორ დაალაგო ქაოსი შენს ცხოვრებაში? - რას ამბობს კვანტური ფიზიკა

06.02.2026 ნახვები: 339

წელიწადში მხოლოდ ორი დღეა, როდესაც არაფრის შეცვალა არ შეგიძლია: გუშინ და ხვალ! ვერც ჭიქას მოუნაცვლებ ადგილს, ვერც მიესალმები, ვერც გულში ჩაიკრავ საყვარელ ადამიანს. სწორედ ამიტომ, უნდა დარჩე რეალობაში, რარიგ მწარეც არ უნდა იყოს ის და გააგრძელო ცხოვრება, იპოვნო შინაგანი რესურსები და გამოავლინო ჯიუტი ხასიათი. ჯიუტი "ხასიათი", მეტი არაფერია თუ არა იდგე ფეხზე, მაშინ როცა ყველა იქცევა!
კვანტური ფიზიკა ამბობს, რომ რაც უფრო და უფრო ვუღრმავდებით ატომს, ვხედავთ, რომ არაფერია გარდა ენერგეტიკული ტალღებისა. ამბობენ, რომ ატომი რეალურად არის უხილავი ძალის ველი, ერთგვარი მინიატურული ტორნადო, რომელიც ასხივებს ელექტროენერგიის ტალღებს.
სუპერპოზიცია – ნაწილაკი შეიძლება იყოს ერთდროულად რამდენიმე მდგომარეობაში, სანამ დაკვირვება არ მოხდება. ანუ ქაოსის დალაგებას სჭირდება ფოკუსირება და გაცნობიერება. აზროვნებაში ეს ნიშნავს: შენ შეგიძლია ერთდროულად განიხილო რამდენიმე შესაძლებლობა, სანამ აირჩევ ერთს. ენტანგლმენტი გვაცნობს, რომ (არის კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პარადოქსული მოვლენა) ნაწილაკები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან, მიუხედავად მანძილისა. შენი გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს სხვებზე და გარემოზე. ალბათობა (კვანტურ მექანიკაში ნაწილაკის მდგომარეობა არ არის განსაზღვრული, სანამ მას არ დავაკვირდებით) და გაურკვევლობა (არ შეიძლება ერთდროულად ზუსტად ვიცოდეთ ნაწილაკის პოზიცია და იმპულსი (სიჩქარე) რაც უფრო ზუსტად ვზომავთ პოზიციას, მით უფრო გაურკვეველი ხდება მისი სიჩქარე და პირიქით. რეალობა არ არის სტატიკური; ის დამოკიდებულია დაკვირვებაზე.
ამიტომ უნდა იცოდე, რომ შენი ფოკუსი განსაზღვრავს შედეგს.
კვანტურ ფიზიკაში აზროვნების ნიშანთვისებებს იკვლევენ. ასეთი, შვიდი დონე შეიძლება განვიხილოთ:
პირველი დონე "მძინარე" ადამიანია- სულ წუხს და დარდობს, არ აქვს მიზანი და მიღწევები, მისი ცხოვრება ერთფეროვანია: სახლი და სამსახური, არანაირი სიახლე, არანაირი წინსვლა. ამინდი, მთავრობა და მეგობარი, ყველა ერთიანად ცუდია.
მეორე დონე "მეომარია" - ის ყოველთვის იბრძვის, რომ მოიპოვოს, მიიღოს და დაკმაყოფილდეს. ყველაფერი რთულად გამოსდის, წარმატებას სისხლის ფასად აღწევს. შემოსავლები გააჩნია, მაგრამ იმდენ ენერგიას და ძალას ითხოვს პროგრესი, რომ მართლაც ომს ემსგავსება მისთვის ცხოვრება. ეგო საკმაოდ მაღალია სურვილებიც თითქოს მიუღწეველი.
მესამე დონე- "მაძიებელი" - ის აცნობიერებს რომ ძველებურად არ სურს ცხოვრება, ახლებურად კი ჯერ არ შეუძლია. ეძიებს გამოსავალს, იძენს ცოდნას მაგრამ აზროვნების ეს ტიპიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
მეოთხე დონე - "პიროვნება" - მან კარგად იცის რა უნდა და როგორ მიაღწიოს, იცის როგორ მოქმედებს სამყარო, ენერგია და ძალა. ის ლიდერია, შეუძლია გაუძღვეს ხალხს, ჯგუფებს. ის მშვიდია, ცოდნისმოყვარეა, ეგოს გრძნობს და აწონასწორებს.
მეხუთე დონეა- "მოთამაშე" - მას ყველა საქმე იოლად გამოსდის, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. ის რაფერს ართულებს, ენდობა საკუთარ რესურსებს, ის დინებაშია და მშვიდია წყალივით.
მეექვსე დონე - "მაგი/ჯადოქარი" - მას შეუძლია აირჩიოს ყველაფერი რაც უნდა, ის დამკვეთია, სურვილისამებრ აგვარებს ცხოვრების გამოწვევებს. ის ისეთ მატრიცაში განიცდება სადაც არჩევანის წინაშე კი არ დგას, თავად ირჩევს და იღებს სასურველს.
ბოლო მეშვიდე კი არის- "შემოქმედი" - მან იცის რომ არის თავად და შემოქმედი, სრულად ენდობა სამყაროს, იღებს მის გამოწვევებს, მათ შორის აღარავინ დგას, გარდა თავად ამ ორისა, პიროვნება და შემოქმედი, უფალი. ის კი არ ირჩევს რეალობის გამოწვევებს, არამედ "ხატავს", ქმნის, ძერწავს.
როცა შენ თავად ცნობ, რა ცნობიერების ადამიანი დგას შენს წინ მარტივდება ურთიერთობა სხვასთანაც და საკუთარ თავთანაც. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა საკუთარი თავის შესწავლაა, რის შემდეგაც თავისუფლების მდინარეში ექცევი, სწორედ ამას ვაკეთებთ ფსიქოთერაპიაზე. სანამ გადაწყვეტ ფსიქოთერაპიაზე სიარულს, საკუთარ თავზე და რესურსებზე მუშაობას, "შავი კატა" რომ არ გამოხტეს, იქ სადაც არ ელოდები, უბრალოდ ეცადე იყო რეალობაში!
 
ავტორი: მაგდა კოტრიკაძე
ფსიქოთერაპევტი

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა