კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები

ნახვები: 897 მაგდა კოტრიკაძე - დათრგუნული ემოციები
ადამიანი წლამდე სწავლობს საუბარს, მერე კი მთელი ცხოვრება დუმილს აჩვევს გარემო. დათრგუნული ემოციები, გამოუხატავი სევდა და განცდა, აკრძალული თემები და შინაარსები, - აი რა გვადუმებს!
არსებობს გამოსავალი?! - არსებობს!
ხმის დაკარგვა ხშირად ნიშნავს, რომ ჩვენ ვკარგავთ კავშირს საკუთარ „მე“-სთან ან გარემოსთან. ფილოსოფიურად, ხმა არის არა მხოლოდ სიტყვები, არამედ იდენტობა, აზრი და არსებობის გამოხატულება. მისი დაბრუნება იწყება:
საკუთარ თავთან დიალოგით — რა არის შენი ღირებულებები, მიზნები, ემოციები?
სიჩუმის მიღებით — ხანდახან ხმა ჩნდება მაშინ, როცა ვუსმენთ საკუთარ სიჩუმეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობით — ხმა იძენს ძალას, როცა სხვები მას აღიქვამენ.
ვისაც, საკუთარი ხმის გაგონება გაღიზიანებთ, უბრალოდ არ მოგწონთ როგორ ჟღერს, უფრო ბოხი, მასკულინური, ან უფრო ქალური, ფემინური, გეჩვენებათ, დააკვირდით, ხომ არ არის თქვენი ხმა უგულებელყოფილი ველში. საზოგადოება ზოგჯერ კრძალავს განსხვავებულ ხმას, კავშირებს, რომელიც მისთვის მიუღებელი ან გადაულახავია.
დააკვირდით, სასურველ და საყვარელ ხმებს, ან იმ ხმას რომელიც გაღიზიანებთ და დისკომფორტს გიქმნით. რაშია საქმე? რატომ მაინცდამაინც ეს ხმაა სასურველი, ეს იმპულსი, ეს რეზონანსი, რა ემოციას აღძრავს თქვენში?
მოისმინეთ თქვენი ხმის ჩანაწერი და იგრძენით რა დისონანსი ჩნდება თქვენი სხეულის სიღრმეში, რა განგაცდევინებთ სასურველად ან პირიქით უარყოფილად.ვფიქრობ, თუ ეს მოცადეთ გაიხსენეთ კიდეც რას უკავშირდება თქვენი რჩეული ან უარყოფილი ხმა.
ხმაზე მუშაობისას ხშირად ვხვდები როგორ არის მისი რეზონანსი დაკარგული. ხმა დაბალია არ მარტო მოსასმენად, არამედ ველშიც. იხსენებენ კლიენტები შემთხვევებს, როგორ უკრძალავდა დედა ან მამა ხმის გაჟღერებას, ჩუმდებოდა როცა რცხვენოდა, ან დამნაშავედ განიცდებოდა.
5 წლამდე ასაკში ყალიბდება რამდენიმე ძირითადი სოციალური ემოცია, რომლებიც დაკავშირებულია თვითშეგნებასთან და ურთიერთობასთან:
სირცხვილი – ჩნდება მაშინ, როცა ბავშვი იწყებს საკუთარი ქცევის შეფასებას სხვების თვალით.
დანაშაულის გრძნობა – როცა ბავშვი აცნობიერებს, რომ მისი ქმედება შეიძლება სხვას ავნოს.
გაბრაზება და იმედგაცრუება – უფრო სტრუქტურირებული ფორმით, რადგან ბავშვი სწავლობს წესებს და შეზღუდვებს.
საკუთარი ღირსების განცდა (გაბრწყინება) – სიამაყე, როცა რაღაცას კარგად აკეთებს და სხვები აღიარებენ.
შერცხვენა – განსხვავდება სირცხვილისგან; ეს უფრო სოციალური უხერხულობის განცდაა.
ეს ემოციები 18 თვიდან 5 წლამდე ყალიბდება, მას შემდეგ, რაც ბავშვი იწყებს საკუთარი „მე“-ს აღქმას და სოციალური ნორმების გაგებას. მერე კი მთელი ცხოვრება: პუბერტატი, ზრდასრულობა და სიბერე უწევს ამ ემოციებთან გამკლავება.
 
ავტორი: მაგდა კოტრიკაძე
ფსიქოთერაპევტი
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა