მსოფლიო პატრიარქი ილია მეორის წესის აგებაზე იმსახურებს
Freedom House - 2025 წელს საქართველოს რეიტინგი 4-ქულით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნა იყო ევრაზიის რეგიონში
ნაჩო სანჩეს ამორი - ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით არაფერს აკეთებს - უნდა ვიმოქმედოთ
აშშ-ის საელჩო საქართველოში „სავიზო დეპოზიტის” ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საგარეო უწყება - აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის არასაემიგრაციო ვიზების გაცემაზე საგარანტიო თანხის დაწესების თაობაზე, უკავშირდება მოქალაქეების მხრიდან სავიზო პოლიტიკის დარღვევების მაღალ მაჩვენებელს
Macron right to snub US Hormuz mission, French defense expert says
US seeking durable peace between Ukraine and Russia based on credible guarantees for Kyiv – Pentagon
Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service Capital investment in Ukraine up 25% in 2025 – State Statistics Service

სავაჭრო ცენტრები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება

12.01.2021 ნახვები: 629

დღეის მდგომარეობით, 1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები რეგულაციების დაცვით გაიხსნება, თუმცა, დამატებით, თანამშრომლებისთვის კორონავირუსის ტესტის გაკეთება იქნება საჭირო.

როგორც „ინტერპრესნიუსს" „თბილისი ცენტრალის" დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განუცხადა, როგორ და რა ფორმით მოხდება სავაჭრო ცენტრების თანამშრომელთა ტესტირება, ჯერჯერობით, დაზუსტებული არაა.

„ვისაუბრეთ, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო დამატებითი რეგულაციები მას შემდეგ, რაც სავაჭრო ობიექტები გაიხსნებოდა. მათ შორის იყო სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის ტესტირების შემოღება. პირველი თებერვლიდან ისინი მოლების გახნის პრობლემას ვერ ხედავენ, 24 დეკემბრიდან- 2 იანვრის ჩათვლით წარმატებული მუშაობის გათვალისწინებით, რადგან სავაჭრო ობიექტებმა ამ მოკლე გახსნას კარგად გაართვეს თავი. ტესტირების გარდა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ახალი არაფერი განხილულა. ტესტირება არის სიახლე, თუმცა, ჯერ არ არის დაზუსტებული, ვინ დააფინანსებს ტესტირების ხარჯებს, ვინ განახორციელებს ტესტირებას, როგორ გაკონტროლდება. პირველადი აზრი იყო, რომ თვითონ სავაჭრო ობიექტებმა დააფინანსონ ტესტირების ხარჯები, რაც ჩვენთვის ცოტა გაუგებარი იყო, რადგან, როგორც ვიცით, დღეს ტესტირება არის უფასო. ასევე, არ იყო პასუხი, რა პერიოდულობით უნდა გაკეთდეს, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს. ამაზე ჯერჯერობით, პასუხი არ ჰქონდათ. 1-ელი თებერვალი არის მოლების გახსნის ზუსტი თარიღი. არ იციან გაიხსნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავარაუდოდ არ გაიხსნება. რაც შეეხება გასახდელების მუშაობას, ეს რეგულაცია დარჩება ძალაში და მოქალაქეებს ნივთის გადაცვლის სავარაუდოდ, 2-კვირიანი ვადა ექნებათ", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა