თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
15 წლის მოზარდის ცემაში ბრალდებულ მკლავჭიდელ ხატია ვიბლიანს, პირობითი სასჯელის სახით, 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
2026 წლის 1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან
სუს-ი უზენაეს სასამართლოში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაციის გამოცხადებაზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაბამის ღონისძიებებს ატარებს

ზურაბ ჯაფარიძე - ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ

19.12.2025 ნახვები: 235

დაახლოებით, ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთის მაგვარი რაღაცა წარმონაქმნი - ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა - ხომ ვითომ დეპრესია და ნიჰილიზმია, მაგრამ ვინმეს გულწრფელად გჯერათ, რომ თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს? , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ, ჟურნალისტებს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან განუცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ” „როგორც არ უნდა იწვალოს, რაც არ უნდა ეცადონ, იქნება [თბილისი] აშხაბადის კიტჩი”.

„მინდა ყველა მოვიკითხო, ვინ რუსთავშია, ქალთა ციხეშიც, ჩემთანაც, საბა სხვიტარიძე ცალკეა, ასევე, ცალკე გლდანში, ვინც არის, ყველას მოკითხვა. ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, ვინც ამ 7 თვის განმავლობაში ჩემს ოჯახის გვერდით ედგა.

რაც შეეხება ახალ ბრალს, არაფერი. ჩემზეც, ლაკაზეც, გვარამიაზეც, ვაშაძეზეც, ღია ტექსტით გვეუბნებიან, რომ ცოტახნით გამოგიშვებთ, რომ შეიგრძნოთ ხელახლა, რა არის თავისუფლება და მერე გადაწყვიტეთ ან უნდა გაჩუმდეთ ან ქვეყნიდან უნდა წახვიდეთ. არავინ ამის გამკეთებელი არ არის. არსად არ ვაპირებ წასვლას და არც არავინ დააპირებს, რამდენადაც მე ვიცნობ ამ ადამიანებს და მგონია, კარგად ვიცნობ. მერე რას იზამენ არ ვიცი. არ მგონია, გადაწყვეტილი ჰქონდეთ უკვე, ჩაგვსვამენ თუ არა 7 წლით ან 15 წლით. ალბათ, გზადაგზა გადაწყვეტენ მაგას. ეს იმიტომ, რომ მუდმივად ამ განცდის ქვეშ იყო, რომ ცოტა დრო გაქვს და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში ჩაგვსვან ციხეში. ჩემი ამოცანა ისაა, რომ იმ გათვლით ვიყოთ, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ.

დაახლოებით, ვართ მიჯნაზე, რომ ვიყოთ ჩეჩნეთის მაგვარი რაღაცა წარმონაქმნი. ეს აღარ არის დამოუკიდებელი ქვეყანა, ჩვენ აღარ გვაქვს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ამ ქვეყანას თავიდან ბოლომდე რუსეთი მართავს. შიგნითაც რაღაც ეს ეტაპი, როდესაც ჯერ კიდევ რეჟიმი მალავდა თავის რეალურ სახეს, ეს ეტაპიც გადავლილია.

რამდენიმე წლის წინ რომ გეჩვენებინათ, თუნდაც თქვენთან ეთერში, რომ ვიღაცას სახლში უდევს 7 მილიონი დოლარი, რომელიმე ყოფილ მინისტრს ან პრემიერ-მინისტრს, ამაზე იქნებოდა სხვა ამბავი. ახლა ისინი არიან გათავხედებულები. ეს უკვე აღარ ადარდებთ. ღიად გაჩვენებენ თავიანთ სასახლეებს, გალავნების უკან რომ ცხოვრობენ. განახებენ, რომ სეიფებში უდევთ ოქროს ზოდები, დოლარები და მოპარული ფული. ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ ეს არის ჩეჩნეთი. გაჩვენებენ, რომ ჩვენ ასე ვცხოვრობთ და თუ თქვენ ხმას ამოიღებთ, დაგლეწავთ, არავინ დაისჯება. ეს არის ჩეჩნეთი.

ვინმეს გჯერათ, რომ თბილისიდან შეიძლება აშხაბადი გამოვიდეს? ხომ ვითომ დეპრესია და ნიჰილიზმია, მაგრამ ვინმეს გულწრფელად გჯერათ, რომ თბილისიდან აშხაბადი შეიძლება გამოვიდეს? არ გამოვა. თბილისიდან აშხაბადი რუსებმა ვერ გააკეთეს ერთი საუკუნის წინ, როდესაც ეს ქვეყანა გადააუუთავეს და დაჟლიტეს ამ ქვეყნის საუკეთესო ნაწილი. ამათ როგორც არ უნდა იწვალონ, რაც არ უნდა ეცადონ, იქნება აშხაბადის კიტჩი, სასაცილოები იქნებიან. იქ ვინც სხედან, მართლა დიქტატორები არიან და კობახიძე ვინ ჩემი ფეხებია? ესეც კი სასაცილოა“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ის აპირებს, რომ დღეს რუსთაველზე გავიდეს.

„რასაც ვაპირებ არის, რომ რაღაც შეხვედრები დაგეგმილი მაქვს, იქიდან ვეცადე რომ დამეგეგმა. ყველასთან: პარტიებთანაც, აქტივისტებთანაც. ბევრი ადამიანი გამოჩნდა, ვინც საჯაროდ ლაპარაკობს. მთავარი სათქმელი არის ის, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა. ვერცერთ შემთხვევაში, ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული, რაც ჩვენ გამოვიარეთ, ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, რომელიც აქ ვცხოვრობთ, ერთი საუკუნის წინ, რუსების ხელში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ. როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება. არ გარუსდება გამორიცხულია. მე რასაც ვუსმენდი, ბევრს ვხედავ, რომელსაც სამი-ოთხი წლის წინ, რომ ვეუბნებოდი ერთობის გარეშე არაფერი გამოვა, საწინააღმდეგოს მიმტკიცებდნენ, ახლა ვუსმენდი და ეთერებში ლაპარაკობდნენ, რომ ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ერთობის შანსი უფრო დიდია, შეუდარებლად. რაც შეეხება პროცესის ლიდერს, არ ვიცი ამას ლიდერი დაერქმევა თუ რა დაერქმევა, ნებისმიერ შემთხვევაში, მაგის გარეშე, რომ არაფერი გამოვა, მგონია, რომ ბევრმა გაიაზრა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა