ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს სიტყვა „ურას“ მკაფიოდ წარმოთქმაც კი აღარ შეუძლია
არჩილ იაკობაშვილი - რას ნიშნავს ევროკავშირის ასოცირებული წევრობა?
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 500 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
ამ დროისთვის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - ჩაერთე აქციაში
გიორგი ვაშაძე - 26 მაისს ვიკრიბებით თსუ-თან, ყველაფერი იქნება მშვიდად და წყნარად
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა

ზურაბ ჯაფარიძე - რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი

19.12.2025 ნახვები: 379

დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ვიღაცებს დაველაპარაკო მოვისმინო, ვინ რას ფიქრობს. საბოლოოდ, მერე მოვყვები, ჩემი აზრით, რა არის სწორი, რისი გაკეთებაა სწორი და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ვეცდები, რომ გავაკეთო მანამ, ვიდრე დამაცდიან, რომ გარეთ ვიყო - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავს.

„ერთადერთი რისი საშუალებაც მქონდა იყო ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორიდან ვიღებდი. სოცქსელებთან წვდომა არ მქონდა. ადვოკატები ხანდახან რაღაცას მიყვებოდნენ. მე კი მეყოფა თავხედობა ეგრევე ჭკუის სწავლება დავიწყო და დავიწყო მოყოლა რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თავს შევიკავებ. ჯერ შეხვდები, დაველაპარაკები და დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ვიღაცებს დაველაპარაკო, მოვისმინო, ვინ რას ფიქრობს. საბოლოოდ, მერე მოვყვები, ჩემი აზრით, რა არის სწორი, რისი გაკეთებაა სწორი და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ვეცდები, რომ გავაკეთო მანამ, სანამ დამაცდიან, რომ გარეთ ვიყო.

რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმეს, მასკარადი იქნება. თვითონ პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია ის რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას. ჩემ შემდეგ უნდა გამოვიდეს, ელენე ხოშტარიაგიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია. ამ ხალხს რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ.

ამ წუთას გზავნილი არის ცხადი, გამოგვიშვებენ ცოტა ხანი, ამ განცდას, რა განცდაც მე მაქვს ღია სივრცეს რომ ვხედავ და უცნაური განცდები რომ მაქვს თავისუფლების შეგრძნების, ამის საშუალებას მოგვცემენ, რომ ეს შევიგრძნოთ, მერე მოგვცემენ საშუალებას ან გავჩუმდეთ და გავჩერდეთ ან ქვეყნიდან წავიდეთ, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ. ამას ვერ მიიღებენ ვერცერთი ჩვენგანისგან, ამის მერე რას გადაწყვეტენ არ ვიცი. ალბათობა იმის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აქტიური იქნება და ვინც ბრძოლას გააგრძელებს დაიჭირონ, არის ძალიან მაღალი. მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გრძელდება, პროტესტი არსებობს, უამრავი ადამიანი აგრძელებს ამ ბრძოლას მიუხედავად ყველაფრისა, რაც გამოვიარეთ ყველამ ერთად. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი რაღაცისთვის. ვიღაცებს დაიჭერენ, ვიღაცებს სცემენ, დააჯარიმებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს და გასაგები იყოს გზა როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ვაპირებ რუსთაველზე მისვლას დღეს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა