დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უკრაინულ ფონდს გადასცეს
მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორს - ქიმიური გამაღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლის გამოყენება სრულად უნდა იქნას შესწავლილი
თიბისი 33 წლისაა - თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია
არ მოგერიდოს, იკითხე“- დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა
სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა
ევროკავშირის საბჭო - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ
პროკურატურამ პირადი მოტივით გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე შვიდი პირი დააკავა
მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინა

The Economist - 2025 წლის საუკეთესო ეკონომიკები

17.12.2025 ნახვები: 229

"მიმდინარე წელს, გლობალური მშპ, სავარაუდოდ, დაახლოებით 3%-ით გაიზრდება, ისევე როგორც შარშან. უმუშევრობა თითქმის ყველგან დაბალ ნიშნულზე რჩება. საფონდო ბირჟებმა მორიგი სოლიდური ზრდა დააფიქსირეს. რეალურ გამოწვევას მხოლოდ ინფლაცია წარმოადგენს, რომელიც "ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) ქვეყნებში კვლავ აღემატება ცენტრალური ბანკების 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს" - ასე აჯამებს გავლენიანი ეკონომიკური გამოცემა The Economist 2025 წელს.

მეხუთე წელია, გამოცემა "წლის ეკონომიკას" ავლენს. რეიტინგი 36, ძირითადად მდიდარი, ქვეყნის შესახებ ხუთი ინდიკატორის მიხედვით დგინდება. ესენია: საბაზისო ინფლაცია, ინფლაციის მასშტაბი, მშპ, საფონდო ბირჟის მაჩვენებლები და დასაქმება.

2025 წლის ეკონომიკური წარმატების რეიტინგი, The Economist-ის თანახმად, შემდეგია:

ვეყანა

საბაზისო ინფლაცია ინფლაციის მასშტაბი მშპ აქციების ფასები დასაქმება
1 პორტუგალია 0.1 −6.7 2.4 20.9 2.8
           
2 ირლანდია 0.0 0.0 3.2 20.1 1.1
           
3 ისრაელი 1.2 −6.3 3.5 53.3 0.8
           
4 კოლუმბია 3.3 −6.7 3.4 43.8 3.0
           
5 ესპანეთი 0.6 6.7 2.8 35.0 2.8
           
6 ჩეხეთი 1.4 6.3 2.8 46.2 1.5
           
7 საბერძნეთი 1.6 −13.3 1.7 44.0 1.2
           
8 კანადა 0.5 −7.1 1.4 24.0 1.0
           
9 სლოვენია 0.4 0.0 1.6 52.8 0.3
           
10 პოლონეთი 1.3 −6.7 3.8 33.5 −0.3
           
11 საფრანგეთი 0.4 −20.0 0.9 7.6 1.5
           
12 იაპონია 0.3 0.0 1.1 20.1 0.4
           
13 ბელგია 0.3 −13.3 1.0 7.9 0.5
           
14 სამხრეთ კორეა 0.3 6.7 1.9 44.6 −0.5
           
15 ლუქსემბურგი 0.1 13.3 −0.2 30.8 1.4
           
16 იტალია 0.1 6.7 0.6 21.7 0.7
           
17 აშშ 1.4 8.3 2.1 10.2 1.2
           
18 ავსტრალია 1.7 10.7 2.1 9.1 1.6
           
19 თურქეთი 31.8 0.0 4.9 19.9 −0.4
           
20 გერმანია 0.5 −6.3 0.3 19.2 −0.1
           
21 დანია 0.1 18.8 3.9 −28.7 0.0
           
22 ისლანდია 1.8 −18.8 0.2 −2.7 0.9
           
23 ლატვია 1.4 −13.3 1.8 3.6 −1.4
           
24 შვეიცარია 1.2 −6.7 0.5 3.4 0.2
           
25 ნიდერლანდები 0.9 18.8 1.4 9.3 0.5
           
26 უნგრეთი 2.7 6.7 0.6 39.2 0.3
           
27 ბრიტანეთი 2.0 18.8 1.3 15.2 0.9
           
28 შვედეთი 2.0 7.1 2.5 1.7 0.3
           
29 ნორვეგია 0.6 12.5 −1.3 13.5 0.7
           
30 მექსიკა 2.1 0.0 −0.2 18.3 0.0
           
31 ახალი ზელანდია 0.4 −6.3 −0.6 3.0 −1.3
           
32 ლიეტუვა 2.3 20.0 2.1 20.8 −0.5
           
33 ავსტრია 1.5 20.0 0.6 28.6 −0.4
           
34 ესტონეთი 4.9 13.3 0.9 11.0 0.9
           
35 ფინეთი 1.7 6.3 −0.7 12.6 −0.5
           
36 სლოვაკეთი 3.1 12.5 0.9 −12.7 −0.5

* საბაზისო ინფლაცია - აბსოლუტური განსხვავება 2%-იან მაჩვენებელთან

** ინფლაციის მასშტაბი, მშპ, აქციების ფასები, დასაქმება - პროცენტული ცვლილება წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით

გასულ წელს ესპანეთის გამარჯვების შემდეგ, წელს საუკეთესო შედეგი პორტუგალიამ აჩვენა. 2025 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა მშპ-ს ძლიერი ზრდა, დაბალი ინფლაცია და საფონდო ბაზრის გააქტიურება. ევროზონის სხვა წევრებიც, რომლებსაც 2010-იან წლებში სერიოზული პრობლემები ჰქონდათ, მათ შორის საბერძნეთი და ესპანეთი, ასევე ლიდერთა შორის არიან. გარდა ამისა, 2023 წლის ქაოსის შემდეგ ისრაელმა ძლიერი ტემპით განაგრძო აღდგენა.

რაც შეეხება ჩამორჩენილებს, აქ ძირითადად ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები არიან. რეიტინგის ბოლო ადგილებს ესტონეთი, ფინეთი და სლოვაკეთი იყოფენ. გერმანიას წინა წლებთან შედარებით ოდნავ უკეთესი მდგომარეობა აქვს, თუმცა შრომის ბაზრის სისუსტის გამო მაინც ვერ დაიკვეხნის კარგი შედეგებით. ანალოგიურად უფერული წელი ჰქონდა ბრიტანეთსაცაშშ-ის შრომის ბაზარი ძლიერია, თუმცა არა შთამბეჭდავი, შედარებით მაღალი ინფლაცია კი მის საბოლოო შეფასებას დაბლა სწევს.

The Economist-ის პირველი საზომი "საბაზისო ინფლაციაა", რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგიის მერყევ ფასებს. ქვეყანა რეიტინგში მით უფრო მაღლა დგას, რაც უფრო ახლოსაა მისი წლიური მაჩვენებელი ცენტრალური ბანკების ტიპურ სამიზნე ნიშნულთან (2%). პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკის გამო, თურქეთში ინფლაცია სხვა ქვეყნებს კატასტროფულად აღემატება. ბოლოდან მეორე ადგილზეა ესტონეთი, სადაც 2025 წლის მესამე კვარტალში საბაზო ინფლაციამ თითქმის 7% შეადგინა, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ 2022 წლის ენერგეტიკული შოკის შემდგომი აღდგენის პროცესშია. მართალია, ბრიტანეთში საბაზო ინფლაცია შარშანდელზე დაბალია, მაგრამ 4%-იანი ნიშნული მაინც საგრძნობლად აღემატება ინგლისის ბანკის სასურველ მაჩვენებელს.

ზოგიერთ ქვეყანაში საბაზო ინფლაცია ზედმეტად დაბალია. მათ შორისაა შვედეთი, სადაც ის ფაქტობრივად არ არსებობს. მსგავსი მაჩვენებლებია ფინეთსა და შვეიცარიაშიც.

"ინფლაციის მაჩვენებელი" ზომავს სამომხმარებლო კალათის იმ ნივთების წილს, რომელთა ფასიც წლიურად 2%-ზე მეტად იზრდება. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად აშშ-ში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, რაც შესაძლოა აგრესიული ფისკალური პოლიტიკის შედეგი იყოს. დღესაც კი, ავსტრალიელების სამომხმარებლო კალათის 85%-ზე მეტი წლიურად 2%-ზე მეტად ძვირდება.

რაც შეეხება ზრდასა და სამუშაო ადგილებს, აქაც პორტუგალია ლიდერობს. ტურიზმი ბუმს განიცდის, დაბალი გადასახადებით კი ქვეყანა მდიდარ უცხოელებს იზიდავს. მშპ-ს ზრდა ევროპის საშუალო მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება. წარმოებისა და დასაქმების ზრდის კარგი მაჩვენებლები აქვს ჩეხეთს, რაც მას რეიტინგის ზედა მესამედში აქცევს. სამაგიეროდ, სამუშაო ადგილები შემცირდა სამხრეთ კორეაში. ნორვეგიას კი, რომელიც ნედლეულსა და გადაზიდვებზეა დამოკიდებული, გლობალური ვაჭრობის შენელება დაეტყო.

ბოლო, საფონდო ბირჟების კატეგორიაში კი, საზოგადო მოლოდინების მიუხედავად, რომ ამერიკული აქციები უკონკურენტო იქნებოდა, მათი შედეგი მხოლოდ დამაკმაყოფილებელია; მაღალი მაჩვენებლები ძირითადად წინა წლების წარმატებას ასახავს. საშუალო შედეგებია საფრანგეთშიც, სადაც ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, LVMH-ის აქციები, The Economist-ის თქმით, "ერთ ადგილს ტკეპნის". ამ კუთხით ყველაზე ცუდი მდგომარეობა დანიაშია. გასულ წელს Novo Nordisk-ის, პრეპარატ Ozempic-ის მწარმოებლის აქციების ფასი 60%-ით დაეცა, რადგან კომპანიამ წონის დასაკლები მედიკამენტების ბაზარზე ლიდერობა დაკარგა.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა