გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

2025 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციამ 0.4%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა

03.12.2025 ნახვები: 227

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.9 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.2 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი); ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.4 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (2.1 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.5 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (-3.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (-2.3 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების (-1.4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (-0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება წლიური ინფლაციის მაჩვენებელს, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), თევზეული (15.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.0 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7 პროცენტი)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა