თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

ლევან ჯობავა - ჩაგვრა არავის შერჩება

ნახვები: 629 ლევან ჯობავა - ჩაგვრა არავის შერჩება

ჩაგვრა არავის შერჩება - ბრძოლა ბოლომდე! - ამის შესახებ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული ლევან ჯობავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში წერს.

“სალამი, ხალხო.

მერიდება კიდეც, პატიმრის ამპლუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა, იზოლატორში ვარ. თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ყავს ტყვეობაში რეჟიმს.

ამ კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ, მხნედ ვართ. ტელევიზორის ყურების ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ.

მადლობა ყველას ჩემი ოჯახის თანადგომისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის.

ჩაგვრა არავის შერჩება.

მხნედ იყავით და ერთმანეთს გაუფრთხილდით.

ბრძოლა ბოლომდე!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - წერს ლევან ჯობავა.

სამოქალაქო აქტივისტი ლევან ჯობავა “ქართული ოცნების“ ინიციატივით გამკაცრებული “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საფუძველზე, გზის გადაკეტვის გამო 14 დღით დააპატიმრეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა