მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

„ვიზამ” და „მასტერქარდმა” რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადეს

ნახვები: 468 „ვიზამ” და „მასტერქარდმა” რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადეს

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, „ვიზა" და „მასტერქარდი" რუსეთში საკუთარ საქმიანობას წყვეტენ. ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს.

„მასტერქარდის" განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბანკები ვეღარ ისარგებლებენ მათი ქსელით და კომპანიის მიერ რუსეთის ფარგლებს გარეთ დამზადებული ბარათები აღარ იმოქმედებს რუსეთის მაღაზიებსა და ბანკომატებში.

კომპანიის განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებული იყო „მიმდინარე კონფლიქტის უპრეცენდენტო ხასიათისა და გაურკვეველი ეკონომიკური სიტუაციის გამო".

რუსეთში საკუთარი საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო „ვიზამაც". ფინანსურ კომპანიაში განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთში გაცემული „ვიზას" ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი „ვიზას" ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთის ფედერაციაში.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიუღებელი ქმედებების გამო მიიღეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა