ირაკლი მელაშვილი: დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლება გაისვარა იმ სიბინძურეში, რასაც პატიმრების წამება ჰქვია
გიორგი დავითაძის დედა: პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები სრული არ არის, ბევრი ნაწილი აკლია
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული, საქართველოს საპატრიარქო მოსკოვში წავიდეს, ეკლესიებს შორის ურთიერთობა გრძელდება და გაგრძელდება
თანამედროვე ჟურნალისტიკა: ეპოქის გამოწვევები და ობიექტურობის ძიება
კონრად ადენაუერის ფონდი თბილისში ოფისს ხურავს - KAS გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მიერ საქმიანობის შეზღუდვას უკავშირებს
ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის

ენტონი ბლინკენი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი შეიძლება, მალე არ დასრულდეს

ნახვები: 595 ენტონი ბლინკენი - რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი შეიძლება, მალე არ დასრულდეს

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი შეიძლება, მალე არ დასრულდეს, ამიტომ, აუცილებელია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაგრძელება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპული კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამწუხაროდ, ეს შეიძლება მალე არ დასრულდეს და ამიტომ, ამ ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ, მხარი უნდა დავუჭიროთ. მათ უნდა დავეყრდნოთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, არ შეიძლება მხოლოდ იმ ძალისხმევაზე შეჩერება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქმედებების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი, ვიდრე ის არ შეჩერდება, ვიდრე ომი არ დამთავრდება, ვიდრე რუსული ძალები არ გავლენ და უკრაინელი ხალხი არ აღადგენს თავის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნა ბლინკენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა