თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი სატრანზიტო პროცედურების გამარტივებასა და საზღვრებზე ლოდინის დროის შემცირებაზე მუშაობენ
28 სექტემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, სეტყვა და შტორმი
პეტრე ცისკარიშვილი 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში აქციას აანონსებს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
მიხეილ სააკაშვილი: ვერ დაგვაჩმორებენ, არ დავჩმორდებით, ჩვენ არ ვართ ჩმორები!
WSJ: Russia offers USD 20 M reward for information on Magyar's whereabouts
Biletsky: 3rd Army Corps liberates Nove, Ridkodub and Katerynivka in Operation “Vivaldi”
War update: 229 combat clashes on front lines in past 24 hours
Russia's war casualty toll in Ukraine up by over 2,000 over past day

დღეს ნატო-მ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ-ზელენსკი

ნახვები: 629 დღეს ნატო-მ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ალიანსი არ ჩაკეტავს უკრაინის საჰაერო სივრცეს და არც ჯარს გაგზავნის. ზელენსკის თქმით, ალიანსმა ამ გადაწყვეტილებით რუსეთს უკრაინის დაბომბვაზე მწვანე შუქი აუნთო.

"ნატომ შეძლო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ცა არ დახურონ, ნატომ შეიქმნა ნარატივი, რომ თუ უკრაინის ცას ჩაკეტავენ, ეს რუსების პროვოკაცია იქნება, რათა ნატოს წინააღმდეგ აგრესია გამოავლინონ. ეს თვითჰიპნოზია. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე და ადაიანობაზე, თუმცა იმ შეკრებაზე რაზე ფიქრობდით. ის ადამიანები, რომლებიც დღეიდან დაიღუპებიან თქვენ გამო დაიღუპებიან, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი არაერთიანობისა და დაშლის გამო. ნატომ უკრიანისთვის მხოლდო ის გააკეთა, რომ 50 ტონა საწვავი გამოყო, ალბათ იმისტვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, რათა უკეთესად იწვოდეს.

დღეს ნატო-მ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ. მაგრამ, არ ვიცი ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა საკუთარი და ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვას, მაგრამ საწვავით ჩვენს დაღვრილ სისხლს ვერ გამოისყიდით. ერთიანი ევროპისთვის დაღვრილ სისხლს. ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. ერთიანი მომავლისთვის. თუმცა, ამავდროულად, მადლობელი ვარ მეგობარი ქვეყნების. ნატო-ში ჩვენი ბევრი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენი პარტნიორები, ისინი უმრავლესობაში არიან. ნამდვილი პარტნიორები. ისინი, ვინც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა