ანა წითლიძე: სააკაშვილის პატიმრობა ერთი პარტიის ამბავი არ არის, ეს ქვეყნის ეროვნული სირცხვილია
ზელენსკი: უკრაინულმა ძალებმა შავ ზღვაში რუსულ გემსა და რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე ობიექტს დაარტყეს
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური: მიხეილ ტიმოფეევი განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის
„თბილისობა 2026“ 3-4 ოქტომბერს გაიმართება – სრული პროგრამა და ღონისძიებების ლოკაციები
მიხეილ სააკაშვილი IRI-ის კვლევაზე: ხალხს კვლევებში მონაწილეობის ეშინია, შეწყვიტეთ მოთქმა და იფიქრეთ, თავისუფლად რომ დავდიოდე, რამდენ ხანში დავასრულებდი ამათ
გოჩა მირცხულავა: ქართველი ამომრჩეველი საკუთარი თავის მოტყუებას მუდმივად ახერხებს
EPP რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და ანექსიის პროცესზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებულ სამ პირს სანქციებს უწესებს

ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს

ნახვები: 600 ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს

ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, ჰოდა, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და ისინი სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„ოხანაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, თქვენნაირები გგონიათ ყველა. ლაშა ცანავა ჩემი მეგობარია, ადამიანი, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და იყო ჩემი შუბლი და კისერი: „ტიტუშკების“ თავდასხმა, ქვების სროლა, ვიღაცის მოგზავნა, კვერცხის, ქვის სროლა. ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი, ლაშა ცანავა ჩემს გვერდში იყო ყოველთვის. სანამ ცანავას დააკავებდნენ, შსს-ის გვერდზე დაწერეს, რომ „ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნა“. ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუს-მა ლაშა ცანავა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ბრალს, რომელსაც ედავებიან, თან თაღლითობის მცდელობას, თაღლითობასაც არა, ამაზე სუს-ი არ აკავებს. ეს არ არის სუს-ის საქმე, ეს არის პოლიციის საქმე, თუმცა, წაიყვანეს სუს-ში. ლაშა ცანავა ვერ შეაშინეს, ვერც როცა ბევრი ფული დაუდეს და უთხრეს, იცით რა, აქ რაღაც კადრები გვაქვს „შეკერილი“ და აირჩიე, 9 წელი, ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, გვითხარი, სად გადაადგილდება. კამერა დაიბნიე და სდიე შენს მეგობარს იმისთვის, რომ მერე ჩვენ, „ფოხანაშვილმა“, „ჯეკამ“, მდინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ, მოვყვეთ, როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რევოლუციის მოწყობასო. სხვათა შორის, მერე ამას ამავე ხმაში „ამღერებს“ გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ, ძალიან! ჩემს გვერდში თქვენნაირი მშიშრები და მხდალები არ არიან. ჩემ გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, ვაჟკაცი ბიჭები და თან არაერთი. ლაშა ცანავამ თავაწეულად და ღირსეულად თავისით გააღო თავისი საკნის კარი. ცხადია, მის ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ და არავის ეშინია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ერთმანეთს 4 ოქტომბერს, არჩევნებში შეერკინონ.

„ბიძინა, მოდი, შევერკინოთ, თუ მაგარი ხარ. ჩვენ ქართველი ხალხი და შენ, შენი „რუსალკებით“. მოდი, აბა თუ ერთი ადგილი გაქვს, დაგველოდე, ბევრ დროს არ გთხოვთ. 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. მივმართავ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია არავინ დარჩეს სახლში. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი. ამ თარიღის რომ გეშინიათ, კოჭებზე გეტყობათ. ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით, ვერც ციხის კარით დამემუქრებით და მეტსაც გეტყვით, არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა