მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

უკრაინა ასუსტებს რუსეთს და აძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს-ბაიდენი

ნახვები: 445 უკრაინა ასუსტებს რუსეთს და აძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს-ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-მა უტყუარი სიგნალი გაუგზავნა უკრაინასა და მსოფლიოს. ვისკონსინში ვიზიტისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი თავდასხმა უკრაინაზე არის წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარყო დიპლომატიური ძალისხმევები. მას ეგონა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ. ის ფიქრობდა, რომ შეეძლო ჩვენი გაყოფა სახლში, მაგრამ შეცდა. უამრავი საათი გავატარეთ ევროპელი მოკავშირეების გაერთიანებაში. დავუპირისპირდით რუსეთის სიცრუეს სიმართლით. მათ დავუპირისპირდით იმით, რომ ვაცნობეთ, რა იგეგმებოდა და ახლა თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს მათ.

პუტინი ახლა უფრო იზოლირებულია მსოფლიოსგან, ვიდრე ოდესმე და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას, რამდენადაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას და დავეხმარებით მათ ტანჯვის შემსუბუქებაში. როდესაც ამ ეპოქის ისტორია იწერება, უკრაინა ასუსტებს რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს აძლიერებს. ეს გასაოცარი ხალხია. თქვენ ხედავთ ამ სცენებს. მე ვიყავი უკრაინაში, ვესაუბრე რადას. მე იქ ბევრი დრო გავატარე წლების განმავლობაში. ისინი საოცარი ხალხია", - განაცხადა ბაიდენმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა