Russian strike on gas station and parking lot in Zaporizhzhia injures one
“Alpha” Special Forces Officer Stakhovsky: Unit welcomes women as well
Russian strategic bombers conduct 16-hour flight over Barents and Norwegian seas
War update: 221 clashes at front line over past day, Pokrovsk sector most active
Air defense neutralizes 118 of 135 Russian drones used to attack Ukraine from yesterday evening
Russian stock market collapses to its lowest level in four years
Macron thanks Starmer for support of Ukraine and strengthening UK–France cooperation
May was deadliest month for civilians in Ukraine in four years, UN Security Council told

მოწმე დაკავებული 11 პირის პროცესზე - ბრალდებულებს არ ვიცნობ, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი

07.07.2025 ნახვები: 573

ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი,- ამის შესახებ გდდ-ს თანამშრომელმა ნუგზარ მირიანაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომაზე, გამოკითხვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა კონკრეტულად ვისგან მიიღო დაზიანება არ დაუნახავს, რადგან იმ პერიოდში ტერიტორიაზე სიბნელე იყო.

„ბრალდებულებს არ ვიცნობ, არც ერთის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნდა, ვერც დაგიდასტურებთ და ვერც უარვყოფ, რომ მათი ნასროლი პიროტექნიკისგან დავზიანდი. თუ გამოვლინდა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა, უნდა დაისაჯონ, რა თქმა უნდა. ვერავის ვერ დავინახავდი, იყო სიბნელე, იყო ლაზერების მონათება, სახის არეში გვანათებდნენ მომიტინგეები, მეორე ის იყო, რომ ჩვენ გვიკეთია აირწინაღი, მხედველობის არე შეზღუდულია, ნაკლები განათება იყო და ყოველი ფოიერვერკის აფეთქების შემდეგ რთული იყო გარჩევა ყველასი“,- განაცხადა მოწმემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა