მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით აპირებს, საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა-სუბარი

ნახვები: 446 მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით აპირებს, საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა-სუბარი

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც უფრო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ვიდრე საქართველო და ქართველები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით აპირებს, რომ ურთულეს წუთებში საქართველოში სიმშვიდე იყოს შენარჩუნებული.

„ისეთ რთულ ვითარებაში ვართ, როცა ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსული ტანკები თბილისიდან 30 კილომეტრში იმყოფრებიან და განსაკურებული სიფრთხილე გვამართებს. ჩვენ ერთადერთი სამშობლო გვაქვს და მასზე უნდა ვიზრუნოთ, სხვაგან ვერ გავიქცევით. საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია მხარს უჭერს არა უკრაინას, არამედ მომხდარ კატასტროფას ხელისუფლებაში მოსასვლელად იყენებენ. საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით აპირებს, რომ ამ ურთულეს წუთებში საქართველოში შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. თუ ამ მშვიდობას რამე დაემუქრა, არ ვიცით, ხვალ სამშობლო, სახელიწიფო გვექნება თუ - არა. კარგად ვხედავთ, რომ ევროპისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით მეტი ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი აქვთ, თავს იკავებენ იმისგან, რომ მათი ქვეყნების უსაფრთხოებას რამე დაემუქროს. ეს არის მთვარობის ამოცანა და ამას საქართველოს მთვარობა განახორციელებს. არ უნდა დავუშვათ ომი, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე გადავიტანეთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა