თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საშუალო ხელფასის 48% საქართველოში საკვებზე იხარჯება - Start - Business Solutions-ის კვლევა

ნახვები: 853 საშუალო ხელფასის 48% საქართველოში საკვებზე იხარჯება - Start - Business Solutions-ის კვლევა

საკონსულტაციო კომპანია Start - Business Solutions-ის კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში მხოლოდ 1 ადამიანია დასაქმებული, ოჯახის საშუალო შემოსავლის 48% კვებაზე იხარჯება.

კვლევის თანახმად, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ფასების კვლევით ვლინდება, რომ თბილისში 4-წევრიანი ოჯახის ყოველთვიური ხარჯები აუცილებელი საკვები პროდუქტების შესაძენად საშუალოდ 1 075 ლარს შეადგენს.

„1 075 ლარი გჭირდება იმისთვის, რომ მიიღო საკმარისი ცხიმები, ცილები და ის მიკროელემენტები, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის. აპრილში, ოჯახის ყოველთვიური რაციონის ბიუჯეტი კიდევ უფრო მაღალი იყო. ცვლილებები გამოწვეულია რიგი პროდუქტების სერზონურობით. სეზონის მიხედვით რაღაცების ფასილ იკლებს, რაღაცების - იზრდება“, - თქვა კვლევის მიმოხილვისას Start - Business Solutions-ის მმართველმა პარტნიორმა ლარისა პატარაიამ „წერტილთან“ ინტერვიუში.

ოჯახის ერთი თვის რაციონის მაისის ფასების კვლევა Start - Business Solutions-მა აპრილში ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა თბილისის 8 ძირითად სუპერმარკეტების ქსელში, სადაც შესწავლილ იქნა 34 აუცილებელი საკვები პროდუქტის ფასები.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, რაციონი შემუშავებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) და სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეკომენდაციების საფუძველზე.

  • სუპერმარკეტებს შორის ფასთა სხვაობა 198 ლარია (18%);
  • ცილოვანი პროდუქტები (ხორცი, თევზი, კვერცხი) მთლიანი ხარჯის მესამედს (31%) შეადგენს;
  • ხორცისა და თევზეულის გარეშე კალათის ღირებულება 765 ლარს შეადგენს;

„საშუალო ხელფასის (2 217,5 ლარი) ნახევარი საკვებზე იხარჯება, რაც ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ პროპორციას (15-25%) მნიშვნელოვნად აღემატება“, - აღნიშნულია Start - Business Solutions-ის კვლევის შედეგების ამსახველ პრესრელიზში.

ამასთან, კვლევაში ხაზგასმულია, რომ სოციალური პაკეტის მიმღები 185,4 ათასი მოქალაქისთვის სრულფასოვანი კვება ხელმიუწვდომელია, რადგან სოციალური პაკეტის საშუალო ოდენობა (300-400 ლარი) ვერ ფარავს მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულებასაც კი.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში მცხოვრები ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა სერიოზული ფინანსური გამოწვევაა.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან დაბალშემოსავლიანი ოჯახები და სოციალური პაკეტის მიმღები პირები, რადგან მათი შემოსავალი ვერ უზრუნველყოფს თუნდაც მინიმალური საკვები კალათის შეძენას“, - ნათქვამია კვლევის მიგნებებში.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა