ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი კიდევ ერთმა აქტივისტმა, თათია აფრიამაშვილმა დატოვა

11.06.2025 ნახვები: 475

დროებითი მოთავსების იზოლატორი, ლიკა ლორთქიფანიძის შემდეგ, კიდევ ერთმა აქტივისტმა თათია აფრიამაშვილმაც დატოვა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

მას იზოლატორთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

„[პატიმრობას] ველოდი, სანამ სასამართლო პროცესი ჩატარდებოდა იქამდეც ვიცოდი, რომ აუცილებლად ამ განაჩენს გამოიტანდნენ. მეტ დღეს ველოდებოდი და სასამართლო დარბაზში ამოვისუნთქე, 12 დღე რომ გამოაცხადეს და არა 45 დღე. ჩემი აზრით, 20 წლის ასაკში საინტერესო გამოცდილება იყო. ბევრი წიგნი წავიკითხე. ბევრ ისეთ რამეზე ფიქრის დრო მომეცა, რასაც გარეთ ვერ მოვახერხებდი. ღირდა და ყველაფერი ღირს იმისთვის, რომ თავისუფალ საქართველოში ვიცხოვროთ“,- განაცხადა თათია აფრიამაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, თათია აფრიამაშვილს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და შემდეგი შეძახილებით მიმართა: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხი მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული ჰქონდა კიდევ ერთ აქტივისტს, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელმაც იზოლატორი დღეს დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა