ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

აქტივისტმა ლიკა ლორთქიფანიძემ იზოლატორი დატოვა

11.06.2025 ნახვები: 419

აქტივისტმა ლიკა ლორთქიფანიძემ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის ფაქტზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მას იზოლატორთან მეგობრები და ახლობლები დახვდნენ.

"მოველოდი ჩემი დაპატიმრების გადაწყვეტილებას, რადგან უკვე ამ რეჟიმისგან, დაპანიკებული ხალხისგან ყველაფერი მოსალოდნელია. შიშის საფუძველზე ნებისმიერ ადამიანს იჭერენ. იჭერენ იმის გამო, რომ ჩვენ შეგვაშინონ, მაგრამ ეს არ გამოსდით. ყოველი მათი ბოროტი ნაბიჯის შემდეგ, ჩვენგან უფრო მეტი მუხტი და უფრო მეტი ძალა, ბრაზი მოდის. პირობები კარგი იყო. დღეებს ის მიადვილებდა, რომ საბა ბაღდავაძე და თორნიკე სხვიტარიძე თავიდან, ხოლო შემდეგ ბექა პაპაშვილი და უჩა დააკავეს. ახლოს მყავდნენ ჩემი მეგობრები. ჩემი დღეები ძალიან არ გაიწელა, ჩუმად ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ჯარიმას ნამდვილად არ მოველოდი, ისე წარიმართა ჩემი პროცესი. გასასამართლებელი არც არაფერი იყო, რადგან არაფერი დამიშავებია. მხოლოდ „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია-თქო“ ვთქვი და „ძირს რუსი და „ქოცი“ მონები“, რომელიც მარიამ ლაშხმა რატომღაც საკუთარ თავზე მიიღო. უკვე ყველაფერი ნათელია რატომაც. მიზეზი ის იყო, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები იქ იმყოფებოდნენ და 19-20 წლის ბავშვები ციხეში გამოგვკეტა, რომ შევეშინებინეთ, სხვები შეეშინებინა, მაგრამ არაფერი გამოუვათ, უფრო მეტი ბრაზი მოდის, მუხტი უფრო მეტი მოდის. წინა კვირაშიც უფრო მეტი მუხტი წამოვიდა. სტუდენტური მოძრაობები აღარ ჩერდებოდნენ და არც გავჩერდებით“, - განაცხადა ლიკა ლორთქიფანიძემ „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც შსს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდა, სასამართლომ 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ინციდენტი 17 მაისს მოხდა, როდესაც კაფეში მყოფ დეპუტატთან რამდენიმე აქტივისტი მივიდა და შემდეგი შეძახილებით მიმართა: - „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ძირს რუსული რეჟიმი“. მარიამ ლაშხი მომხდარის დროს შვილებთან ერთად იმყოფებოდა. მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის საქმეზე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა კიდევ ერთ აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს აქვს შეფარდებული.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა