ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ანდრეი სიბიგა - დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე

11.06.2025 ნახვები: 416

 

რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ხარკოვი, სუმი, ოდესა და სხვა რეგიონები წუხელ კვლავ რუსეთის თავდასხმის ქვეშ მოექცნენ. ხარკოვი განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა დრონების დარტყმების შედეგად. ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ორმოცდაათზე მეტი დაშავდა, მათ შორის რვა ბავშვი. რუსეთი დასცინის სამშვიდობო ძალისხმევას და სრულ უპატივცემულობას გამოხატავს მსოფლიოში ყველას მიმართ, ვინც მკვლელობებისა და ომის დასრულებისკენ მოუწოდებს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

„დაუწესეთ რუსეთს სანქციები ახლავე. მოსკოვმა უკვე ნათლად განაცხადა, რომ უარყოფს მშვიდობას“, - აცხადებს სიბიგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა