ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

დონალდ ტრამპი - ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ

11.06.2025 ნახვები: 421

არმიის გმირების თაობებს შორეულ სანაპიროებზე სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ენახათ, როგორ განადგურდებოდა ჩვენი ქვეყანა შემოჭრითა და მესამე სამყაროს უკანონობით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფორტ ბრაგში მდებარე არმიის ბაზაზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ტრამპის მტკიცებით, მისი ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესს გაათავისუფლებს.

„ის, რასაც თქვენ კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, რომელსაც უცხო ქვეყნის დროშებით შეიარაღებული მეამბოხეები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური შემოჭრის გაგრძელების მიზნით. ჩვენ ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ თავისუფალსა და უსაფრთხოს“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ლოს-ანჯელესში ანარქია არ გაგრძელდება.

„ეს ანარქია ვერ გაძლებს. ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა