კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტები

ნახვები: 502 ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტები

რუსებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეის მიერ მიწოდებული ბალისტიკური რაკეტები, რაც ძალიან საშიშია როგორც ევროპისთვის, ასევე აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის პარალელურად განვითარდება საომარი ტექნოლოგიები, რაც ყველასთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ეს ომი ჩვენს ტერიტორიაზე რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით უფრო განვითარდება საომარი ტექნოლოგიები და მით უფრო დიდი იქნება საფრთხე ყველასთვის. ეს საკითხი ახლავე უნდა გადაწყდეს და არა მაშინ, როდესაც ათასობით მოდერნიზებული „შაჰედის“ ტიპის დრონი და ბალისტიკური რაკეტა დაემუქრება სეულსა და ტოკიოს“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა