ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
27-31 დეკემბერს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, უმეტეს რაიონში ითოვებს
ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს
ამინდი 27 დეკემბერს
პროკურატურა - 4 ოქტომბერს, ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია
ადვოკატი - ბაჩო ახალია არ ენდობა გამოძიებას და ჩვენება არ მისცა
ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირას ფლორიდაში გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიებს
დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი კობახიძის განცხადებაზე - ეს ბუნდოვანია - პირიქით არის: მწარმოებლების და სადისტრიბუციო კომპანიების პრობლემებზე ჩვენ მიერ იქნა მოთხოვნები დაყენებული - მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ პროცესში

რეზო კიკნაძე - სტუდენტ გოგოებს იჭერენ და თხოვნა მაქვს, თუ მომისჯით, 12 დღე დამიმატოთ - “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”

10.06.2025 ნახვები: 394

19-20 წლის სტუდენტ გოგოებს იჭერენ ამის გამო ციხეში და ერთი თხოვნა მაქვს - რაღაცას თუ მომისჯით, იმაზე 12 დღე დამიმატოთ, რადგან “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!” - ამის შესახებ აქციების პერიოდში დაკავებულმა რევაზ კიკნაძემ სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ისეთი განუკითხაობა ხდება და იმდენ ადამიანს იჭერენ, მდგომარეობა საბჭოთა კავშირისგან უკვე აღარ განსხვავდება.

“ბოლო პერიოდში ხშირად მიფიქრია, რომ მგონი სჯობს, მოგვისაჯონ, ვინაიდან, ეს ხალხში ისევ გააღვივებდა პროტესტს და ხალხს გარეთ გამოიყვანდა.

განუკითხაობა ხდება უკვე ქვეყანაში, ყველა კუთხეში უსამართლობაა. როგორც უნდათ, ისე იჭერენ ხალხს, მიზეზიც არ სჭირდებათ. ვიღაც არ მოეწონებათ - გაუშვებენ ციხეში. იჭერენ საუბრის გამო, დგომის გამო, მედიებს ატერორებენ უკვე და ცენზურას უწესებენ. შეიძლება, მედიებიც აღარ გვქონდეს მალე. კრიტიკაც კი სისხლის სამართლის დანაშაული გახადეს, საბჭოთა კავშირისგან რა განგვასხვავებს, არ ვიცი.

სრული ვაქხანალიაა ქვეყანაში და ამის ფონზე, ზოგიერთი პარტია გამოდის და ამბობს, რომ პროტესტი და ბოიკოტი გვერდით უნდა გადავდოთ და რაღაც არაფრის მომცემ, უმნიშვნელო არჩევნებში უნდა გავიდეთ.

ბოიკოტის მერე რა ხდებაო, ასეთი კითხვები იყო გარეთ და ჩემი აზრით, ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ რაღაცას ითხოვ და თუ იმ რაღაცას არ გისრულებენ, ისევ ბოიკოტში რჩები, სანამ არ შეგისრულებენ და უფრო მძაფრ ხასიათს იღებს ეს ბოიკოტი.

მესამე-მეოთხე ადგილზე გასულ პარტიებს თან, რომელთაც ამომრჩეველი კიდევ უფრო დააკლდებათ ამ მოღალატეობრივი და “ქართული ოცნების” წისქვილზე წყლის დამსხმელი ქმედებით, რისი იმედი აქვთ? 19-20 წლის სტუდენტ გოგოებს იჭერენ ამის გამო ციხეში და ერთი თხოვნა მაქვს - რაღაცას თუ მომისჯით, იმაზე 12 დღე დამიმატოთ, რადგან “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!”, - განაცხადა რეზო კიკნაძე

ყველას ნახვა
ყველას ნახვა