კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

ჯეი დი ვენსი ლოსი - ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს

ნახვები: 492 ჯეი დი ვენსი ლოსი - ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად ჯარების განლაგების გადაწყვეტილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკან არ დაიხევს.

„ამ ადმინისტრაციას უკანონობა ვერ დააშინებს, პრეზიდენტი ტრამპი უკან არ დაიხევს. ჩვენ მხარს დავუჭერთ FBI-ის აგენტებს, რომლებიც ძალადობრივ დამნაშავეებს აკვირდებიან, გვარდიის წევრებს, ადგილობრივ პოლიციას და საზღვაო ქვეითებს, რომლებიც წესრიგს აღადგენენ და ICE აგენტებს, რომლებიც ჩვენი იმიგრაციის კანონებს აღასრულებენ“, - წერს ჯეი დი ვენსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის კიდევ 2000 ჯარისკაცის განლაგება დაამტკიცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა