დონალდ ტრამპი უკრაინაში ამერიკული ჯარების განთავსების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე - შვიდ შესანიშნავ ლიდერს ვხვდებით და ამასაც განვიხილავთ
ალეკო ელისაშვილი - იოლი გასეირნება არ გველის, თავგანწირულ, უთანასწორო ბრძოლაში შევდივართ
ირაკლი კუპრაძემ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი შარაშიძე, ვიცე-მერობის კანდიდატებად კი ალეკო ელისაშვილი და ტატა ხვედელიანი დაასახელა
დონალდ ტრამპი - უკრაინას მივცემთ ძალიან კარგ დაცვას და უსაფრთხოებას
ირაკლი კუპრაძე - თბილისი, როგორც ევროპული ქალაქი, არ იმსახურებს რუს მერს, თბილისი იმსახურებს კოალიციურ მმართველობას
ანა ბუჩუკური - დარწმუნებულები ვართ, ორ პოლიტიკურ ძალას შორის წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა
თაზო დათუნაშვილი - ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი
"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

წალენჯიხის მინიციპალიტეტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო უკმერგეს ფესტივალზე

09.06.2025 ნახვები: 305

ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური პოლარიზაცია საგარეო პოლიტიკაზე ღიად აისახება, ერთმა, თითქოს მცირე დეტალმა , წალენჯიხის დელეგაციის მონაწილეობამ ლიეტუვაში, უკმერგეს ფესტივალზე , სადაც წარმოდგენილი იყვნენ დელეგაციები ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მუნიციპალიტეტებიდან, ასევე უკრაინიდან, არამხოლოდ კულტურულ საზოგადოებრივი არამედ, მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. იმ ფონზე, როდესაც საქართველოდან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი იყო წარმოდგენილი, წალენჯიხის გამოჩენა იქ გადაწყვეტით პოლიტიკურ გზავნილად იქცა . გზავნილად, რომელიც ხაზს უსვამს განსხვავებულ საგარეოპოლიტიკურ ხედვასა და ღირებულებებს.
წალენჯიხა დღეს საქართველოს ერთადერთი ოპოზიციურად მართული მუნიციპალიტეტია, რაც მას სიმბოლურ პოლიტიკურ წონას ანიჭებს. მისი მონაწილეობა ფესტივალში, რომელიც ევროპულ ღირებულებებს, უკრაინასთან სოლიდარობასა და თავისუფალ სამყაროს უკავშირდება, უკვე მეტყველებს იმაზე, რომ წალენჯიხა ცდილობს წარმოაჩინოს თავი, როგორც ლოკალური ოპოზიციური ცენტრი, რომელიც ეხმიანება გლობალურ ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის.
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უკმერგეს ფესტივალი გადაიქცა არა მხოლოდ კულტურულ, არამედ გეოპოლიტიკურ პლატფორმად, სადაც დასავლეთი, უკრაინა და მათთან სოლიდარული ძალები საერთო ღირებულებებს უსვამენ ხაზს. ამ კონტექსტში წალენჯიხის მონაწილეობა ფესტივალზე შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც განსხვავებული საგარეო პოლიტიკური პოზიციის არტიკულაცია საქართველოს სახელით. იმ საქართველოს სახელით, რომელიც იბრძვის ევროპული კურსის დასაცავად, მაშინ როცა ცენტრალური ხელისუფლება მოღალატეობრივი, პრორუსული პოლიტიკითაა დაკავებული და სიჩუმეს ინარჩუნებს უკრაინის მხარდასაჭერად.
ამ სიჩუმის ფონზე წალენჯიხის აქტიურობა შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივად, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური სივრცის სიმბოლურ რეაქციად , ქვეყნის გარეთ არსებული დემოკრატიული დღის წესრიგისადმი ერთგულების დასტურად.
ეს არის მცდელობა ვაჩვენოთ, რომ საქართველოს სხვა სახეც აქვს, ევროპული, პროდასავლური და სოლიდარული.
ევროპული ინტეგრაცია ხშირად განიხილება, როგორც სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა. თუმცა წალენჯიხა ამ შემთხვევაში გვიჩვენებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობაც შეიძლება იქცეს საგარეო პოლიტიკური სიმბოლიკის მატარებლად. მისი პოზიციონირება ამ ფესტივალზე ამტკიცებს, რომ ევროპული ღირებულებები მხოლოდ დიპლომატიურ განცხადებებში კი არ ცოცხლობენ, არამედ ადგილობრივ პრაქტიკაშიც პოულობენ გამოხატულებას.
 არ არის უბრალო რეგიონული ვიზიტი. ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საგარეო პოლიტიკას და ერთმნიშვნელოვნად ეხმიანება უკრაინის, დასავლეთისა და ევროპული მომავლის მხარეს.
ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ! ჩვენ ვირჩევთ ევროპას!

ყველას ნახვა
ყველას ნახვა