კოტე კემულარია: ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთის სამხედრო წარმოებისთვის კომპონენტების მიწოდების არხებს ზღუდავს - საკითხი საქართველოსაც ეხება
ზელენსკი: საწვავის ფასები ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო იზრდება და არა უკრაინის ქმედებების შედეგად
მარტა კოსი: საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფურცელზე არსებობს - ხელისუფლებასთან თანამშრომლობის აღსადგენად კონკრეტული ნაბიჯებია საჭირო
კაია კალასი - საქართველოზე დღეს ძალიან მოკლედ ვისაუბრებთ, მაგრამ, შევთავაზებ, რომ იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვქონდეს
შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას

კალიფორნიის გუბერნატორი - ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, ქაოსის შექმნა, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის

ნახვები: 458 კალიფორნიის გუბერნატორი - ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, ქაოსის შექმნა, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის განლაგებასთან დაკავშირებით უკანონოდ მიიჩნევს და ამ ბრძანების გაუქმებას ითხოვს.

ნიუსომმა ტრამპი კრიზისის შექმნის მცდელობასა და კალიფორნიის შტატის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.

„ოფიციალურად მოვითხოვე ტრამპის ადმინისტრაციისგან, გააუქმოს ჯარების უკანონო განლაგება ლოს-ანჯელესის ოლქში. არ გვქონია პრობლემა, სანამ ტრამპი არ ჩაერთო. ეს არის შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევა. გააუქმეთ ბრძანება. დაუბრუნეთ კონტროლი კალიფორნიას“, - განაცხადა ნიუსომმა.

მისი მტკიცებით, ტრამპის ქმედებები დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის.

„ძალადობის წაქეზება და პროვოცირება, მასობრივი ქაოსის შექმნა, ქალაქების მილიტარიზაცია, ოპონენტების დაპატიმრება - ეს დიქტატორის ქმედებებია და არა პრეზიდენტის“, - დაწერა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თეთრმა სახლმა ნიუსომის კომენტარი გააპროტესტა და განაცხადა, რომ „ყველამ დაინახა ქაოსი, ძალადობა და უკანონობა“.

შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა. ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია „რადიკალურ მემარცხენე საპროტესტო აქციებს, რომლებშიც ადამიანები ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობენ, არ მოითმენს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა