ჯუანშერ ბურჭულაძე და მასთან ერთად დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, ექს მინისტრი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს
საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდე გაიზარდა
ბრიტანეთი ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მყოფი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებს დააკავებს
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან დონბასიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს
ჯო უილსონი - თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით
დონალდ ტრამპი - ირანს ძალიან სურს შეთანხმების დადება, მაგრამ ამის თქმის ეშინია
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი - შემაშფოთებელი ცნობა მივიღე, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ეუთო-ს მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სუს-ში დაიბარეს
ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე - არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს, დაასრულოს ომი, სულ მცირე, შეწყვიტოს - ჩვენ ამას ვგრძნობთ

08.06.2025 ნახვები: 465

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინა და მისი მოკავშირეები ძალიან ახლოს არიან იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს დაასრულოს ან სულ მცირე შეაჩეროს ომი, მაგრამ ამისთვის შეერთებულმა შტატებმა რუსეთისთვის მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ABC News-თან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ზელენსკი ინტერვიუში ამბობს, უკრაინას აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენი ოპერაცია „ობობას ქსელი“... მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] განრისხებულები არიან, მათ ყველაფერი ესმით - რომ თუ იქნება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა 20 000 რაკეტის გაშვება, მაშინ ჩვენ საკუთარ ძალას დავეყრდნობით... ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიბრძოლებთ, თუ ეს ერთადერთი გამოსავალია.

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა. აშშ-ს სჭირდება ერთიანობა ევროპასთან და მაინც სჭირდება პუტინზე ზეწოლა. მას არ სურს ომის დასრულება, მაგრამ მას შეუძლია დაასრულოს ომი პარტნიორების ზეწოლით. ჩემი აზრით, ეს გვაძლევს შანსს. და ეს საერთოდ არ ჟღერს პესიმისტურად - მე ვსაუბრობ რეალობაზე“,- აცხადებს ზელენსკი.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროპა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი უნდა გახდეს, მაგრამ დღეს ბრძოლა გრძელდება.

„ისინი [ევროპელი ლიდერები] პრეზიდენტ ტრამპს მსოფლიოს - თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს, ლიდერად მიიჩნევენ და ამბობენ: „გთხოვთ, იყავით ლიდერი. თქვენ ხართ ლიდერი. შეაჩერეთ პუტინი და ჩვენ დაგეხმარებით, რადგან ევროპა ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ამერიკა“. ევროპა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი უნდა გახდეს. მაგრამ დღეს ბრძოლა გრძელდება. მე მჯერა, რომ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება”,- განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა