პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის

08.06.2025 ნახვები: 407

საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგების შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმს ხელი მოაწერა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფემ, ტომ ჰომენმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები შაბათს განლაგდებიან.

კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „პროვოკაციული“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას აგზავნის „არა იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკმარისი არ არის, არამედ იმიტომ, რომ მათ სანახაობის ხილვა სურთ“.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში“ პენტაგონი მზად არის ლოს-ანჯელესში აქტიური სამხედრო მოსამსახურეებიც გაგზავნოს.

ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პარასკევს, ICE-ს აგენტებმა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, სულ მცირე 44 მიგრანტი დააკავეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით „1000 წესრიგის დამრღვევი“ მონაწილეობდა. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა