ზურაბ ჯაფარიძე - დანაშაულის შესახებ მინდა, შეგატყობინოთ: რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრა მქონდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტერებთან
გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილი - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე, ეტყობა ეშინიათ, სხვები არ შემოვიერთო საკნიდან და რევოლუცია არ მოვაწყო
28 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან რუსთაველის გამზირისკენ საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
მიხეილ სააკაშვილი - რატომ დამაბრუნეს ჯალათებთან? ჩემი მომხრეების დაშინება უნდათ და ამასთან, ეს გზავნილია დასავლეთისთვის - ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და მანადგურებენ მეც
პროკურატურა - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 64 პირიდან 63-ს, ბრალი ფორმულირების და დანაშაულის ქმედების აღწერის ნაწილში უზუსტდება, ნანა სანდერს კი ბრალდება კვალიფიკაციის ნაწილში უზუსტდება
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი - ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მათ შორის, ნანა სანდერმა და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივად დაგეგმეს და ახორციელებდნენ ქმედებებს, რაც სიცრუეა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ

ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის საპასუხოდ - ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა

07.06.2025 ნახვები: 376

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც უკრაინა და რუსეთი ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ“.

ABC-თან ინტერვიუში კითხვაზე, „იგებს თუ არა ტრამპი უკრაინაში არსებული ტანჯვის შესახებ გზავნილს“ აღნიშნული განცხადების გათვალისწინებით, ზელენსკიმ უპასუხა:

„ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე. ის მკვლელია, რომელიც ამ პარკში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა“.

მისი თქმით, უსაზღვროა უკრაინელი მამის ტკივილი, რომელმაც სარაკეტო დარტყმის შედეგად ცოლი და სამი შვილი დაკარგა და სიტყვები, რომელიც მან ზელენსკის უთხრა განსხვავდება იმისგან, თუ როგორ საუბრობენ ოფიციალური პირები დანაკარგებზე.

„მას არ უხსენებია რაიმე სტატისტიკა, ციფრები და დარტყმების რაოდენობა. მან თქვა: „ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ჩემს ოჯახს ვეძებ - ყველგან ვეძებ ბინაში. ისევ მგონია, რომ ეს კოშმარი იყო, ცუდი სიზმარი““, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ტრამპი ვერ შეძლებდა „ამ ტკივილის სრულად განცდას და გაგებას“.

„საქმე პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, საქმე ნებისმიერ ადამიანს ეხება, რომელიც აქ, ქვეყანაში არ იმყოფება, რომელიც ათასობით მილის დაშორებით იმყოფება - მათ არ შეუძლიათ სრულად იგრძნონ და გაიგონ ეს ტკივილი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ომში 631 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი ჰგვანან „ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ“.

„ზოგჯერ ხედავთ ორ პატარა ბავშვს, რომლებიც გიჟებივით ჩხუბობენ. მათ სძულთ ერთმანეთი და სკვერში ჩხუბობენ, შენ კი ცდილობ მათ გაშველებას. ზოგჯერ მათ არ უნდათ გაშველება, ზოგჯერ უკეთესია, გაჩერდე და მისცე უფლება, ცოტა ხანს იჩხუბონ, შემდეგ კი გააშველო“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა