War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active
Russia loses 1,000 troops in war against Ukraine over past day
Canada expands sanctions against Iran over military support for Russia
Shmyhal holds series of meetings with U.S. business representatives
Five more children returned from temporarily occupied Kherson region
Ukraine ready to sell defense systems in surplus to partners – Zelensky
SSU detains Russian agent who attempted to cut off power to Kropyvnytskyi
Ukraine deploys unified drone command system in just two months – Fedorov

ბექა პაპაშვილს, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

06.06.2025 ნახვები: 420

აქტივისტ ბექა პაპაშვილს, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, სასამართლომ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ადგილზე მყოფმა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ბექა პაპაშვილი „ციხეში გაუშვეს წულუკიანისთვის მოღალატის სახელის დარქმევისთვის“.

მისივე განცხადებით, მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„ბექა პაპაშვილი არის გამორჩეული ახალგაზრდა, ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, რაც მთავარია, გამორჩეულად პრინციპული, მებრძოლი და შეურიგებელი ახალგაზრდა, რომელიც პროტესტის პირველი დღიდან არის რუსთაველზე. დარწმუნებული ვარ, რა წამს გამოვა საპატიმროდან, ისევ რუსთაველის გამზირზე დადგება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა