პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
2025 წელს საქართველოში შობადობა 4.1 პროცენტით შემცირდა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden-ი შემოდის
უკრაინის კრიზისი, ირანის ომი და საქართველოს ბედი: ექსპერტები ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე
ანდრეი სიბიგა მარკო რუბიოს შეხვდა
პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
„ტიკტოკერი“, თეკლა გერსამია ფარულ ჩანაწერში - აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, დანა ჩავარტყი, ოღონდ განზრახ არა, გავუქანე და ჩავარტყი
War update: 150 clashes on front line over past day, three sectors most active

ვოლოდიმირ ზელენსკი - არ არსებობს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო

06.06.2025 ნახვები: 453

მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო, ისინი ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, მხოლოდ ნგრევა და მკვლელობები მოსწონთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„დღეს რუსებმა კვლავ დაარტყეს ხერსონს – ორჯერ ერთ დღეში. გაანადგურეს რეგიონული ადმინისტრაციის შენობა – კიდევ ერთი სამოქალაქო ობიექტი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ამ შენობას თავს ესხმიან, მაგრამ დღევანდელი დარტყმა აშკარად დემონსტრაციული იყო. მას არანაირი სამხედრო ლოგიკა არ ჰქონდა. და ყოველივე ამას, ყოველ ასეთ დარტყმას აბსოლუტურად არაფერი საერთო არ აქვს ე.წ. ომის ძირითად მიზეზებთან, რომლებზეც მოსკოვი ლაპარაკობს. საქმე ისაა, რომ ისინი შეპყრობილი არიან ომით, სიძულვილითა და სხვა ერების ცხოვრების განადგურების სურვილით. ასეთების დამარცხება მხოლოდ ძალით შეიძლება – დიპლომატიის ძალით, სანქციებით, იარაღითა და ტექნოლოგიებით. რუსეთი ამით ამაყობს, ამაყობს მოკვლის უნარით და პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის ერთადერთი რამ, რისი კეთებაც ამ სახელმწიფომ ნამდვილად ისწავლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მტკიცე ნაბიჯები, რომლითაც მოსკოვი გააცნობიერებს, რომ ომს ვერ გააგრძელებენ.

„ვხედავთ მხარდაჭერას. მტკიცე ნაბიჯების იმედი გვაქვს. სწორედ ეს არის ის, რისი ნაკლებობაცაა ახლა. სწორედ ამას შეუძლია, მოსკოვში მყოფ ნაძირლებსაც კი აგრძნობინოს, რომ ვერ გააგრძელებენ ომს. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ გვჭირდება ახალი სანქციები, პირველ რიგში შეერთებული შტატებისგან. სწორედ ამიტომ გვჭირდება მკაფიო პოლიტიკური ზეწოლა, რათა დიპლომატია ეფექტური იყოს. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც რუსეთმა არ უარყო. ისინი ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. მხოლოდ ნგრევა და მკვლელობები მოსწონთ. ამაზე პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა